ემე-ს სინოდის რეაქცია უმე(კ)-ს ბერძენი ძველი სტილის მიმდევრის „ქიროტონიაზე“
ელადის ეკლესიაში თვლიან, რომ ფილარეტის მიერ „ხელდასხმული“ ქრიზოსტომოს კალისი თავს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად ვერ მიიჩნევს.
2022 წლის 16 თებერვალს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა რეაგირება მოახდინა კს უმე-ში ბერძენი ძველი სტილის მიმდევრის, მარიუპოლისა და დერვენოქორიის „ეპისკოპოს“ ქრიზოსტომოს კალისის „ქიროტონიაზე“, იუწყება „რომფეა“.
პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ემე-ის რეაქცია ამ „ქიროტონიაზე“ დაკავშირებულია „ტელეარხებზე ადამიანის გამოჩენასთან, რომელიც მარიუპოლისა და ფეოდოსიის ეპისკოპოს ქრიზოსტომოსად წარადგენს თავს (სინამდვილეში ის მარიუპოლისა და დერვენოქორიის „ეპისკოპოსია“, - რედ.).
პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ 2022 წლის 7 თებერვალს ემე-ს სინოდმა „აღნიშნა, რომ ის ყოფილი მღვდელმსახურია, რომელიც 2021 წელს სინოდალური სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო განმოსილი“.
დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ კალისი „ჯერ ძველიკალენდრის არაკანონიკურ „ეპისკოპოსთა“ ფრაქციას შეუერთდა და, წმინდა კანონების დარღვევით, „ხელდასხმული იყო ეპისკოპოსად“, ხოლო მოგვიანებით „ხელახლა იყო ხელდასხმული ეპისკოპოსად“ კიევში, მის „ქიროტონიას“ მეუ არ ცნობს“.
„ამიტომ ბატონი დიმიტრიოს კალისს, რომელიც დღესდღეობით თავს წარადგენს როგორც „მარიუპოლისა და ფეოდოსიის მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსად“, მეუ-სგან არავითარი კანონიკურობა არ გააჩნია და არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად“, - ნათქვამია ელადის ეკლესიის სინოდის განცხადებაში.
ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-მ მოუწოდა ელადის ეკლესიას კს უმე-ს ბერძენი „იერარქების“ ანათემირებისკენ, მოგვიანებით კი ემე-ს სინოდმა განიხილა დუმენკოს მიმართვა ამ „იერარქთა“ არაკანონიკურობის შესახებ.
ამავე დროს, ფილარეტ დენისენკო თვლის, რომ ანათემირებული რომც იყოს, მაშინ მეუ-ს მთელი „საეპისკოპოსოც“ ნამდვილი ვერ იქნება: „მე რომ ანათემირებული ვიყო, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ეპისკოპოსი (მეუ, - რედ.) ნამდვილი არ არის. ეპიფანეც არა მარტო მიტროპოლიტი, მღვდელიც კი არ არის. თუ მსოფლიო პატრიარქმა 2018 წელს მომხსნა ანათემა, მთელი საეპისკოპოსო ნამდვილი არ არის“.
2019 წლის ივნისში ლიმოსოლის მიტროპოლიტმა ათანასემ განაცხადა, რომ მეუ-ს წევრებს ეპისკოპოსებად ვერ აღიარებს, რადგან მათ არ შეინანეს, ისინი ანათემის ქვეშ მყოფი ფილარეტის მიერ იყვნენ „ხელდასხმულები“.