ელადის ეკლესიაში შეეშინდათ რმე-ის „ექსპანსიის“ საბერძნეთსა და თურქეთში
ბერძენი მღვდელმთავარი თვლის, რომ რუსეთის ეკლესიის სტრუქტურების შექმნა აფრიკაში, საბერძნეთსა და თურქეთში 30 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პერისტერიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება თავისი სტრუქტურების შესაქმნელად საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე, იუწყება გამომცემლობა Оrthodoxia.info.
მისი სიტყვებით, „რუსეთის ეკლესიის პრობლემა მნიშვნელოვნად სცილდება ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას, ვინაიდან, როგორც ყველფერი ამაზე მეტყველებს, ეს ნაბიჯი (რმე-ის მიერ ეგზარქატის შექმნა აფრიკაში, - რედ.) მხოლოდ დასაწყისია“.
ის თვლის, რომ „რუსეთის ეკლესიის ქმედებები იმეორებენ იმას, რაც წინა ათასწლეულში რომის მხრიდან განხორციელდა, რომელმაც ქრისტიანული სამყაროს რიგებში ღრმა განხეთქილება გამოიწვია“.
„ის, რასაც ისინი აფრიკაში სჩადიან, მსოფლიო საპატრიარქოს ტერიტორიაზე და საბერძნეთის ეკლესიებშიც განახორციელებენ. ეს ყოველ დღე არის მოსალოდნელი“, - დარწმუნებულია მიტროპოლიტი გრიგოლი.
იერარქი აგრეთვე ფიქრობს, რომ „უკრაინის საკითხი“ არის მიზეზი და არა საბაბი, ხოლო „ყველა ეს ქმედება მოსკოვში სამი ათწლეულის განმავლობაში იგეგმებოდა“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) სიტყვებით, აფრიკაში ეგზარქატის შექმნისას, რუსეთის ეკლესია ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე კი არ შეჭრილა, არამედ მან აფრიკის სამღვდელოების თხოვნებს უპასუხა.