გერმანიის რკე-ის წევრები ლგბტ-ზე ეკლესიის სწავლების გადახედვას ითხოვენ
გერმანელი კათოლიკეები თვლიან, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები არ არის ცოდვა და დროა რომის პაპმა გადააფასოს ჰომოსექსუალიზმი.
გერმანიაში კათოლიკეების „სინოდალური გზის“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ჰომოსექსუალობის შესახებ რმე-ის სწავლებების შეცვლა, იტყობინება kath.ch.
საუბარია რკე-ის კატეხიზმში კონტრაცეფციის, ასევე ჰომოსექსუალიზმის შესახებ დებულებების შეცვლაზე. სინოდალური გზის მონაწილეებმა, რომლის ასამბლეა გაიმართა ფრანკფურტში 2022 წლის 5 თებერვალს, ხმათა უმრავლესობით პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი ორ შესაბამის დოკუმენტს, რომლებიც მომავალში შემუშავდება.
პირველ დოკუმენტში გერმანიის კათოლიკეებმა „ჰომოსექსუალობის ხელახალი შეფასების“ რეკომენდაცია გაუწიეს რომის პაპს. სინოდალური გზის წარმომადგენლების თქმით, ერთსქესიანთა თანაცხოვრება არ არის ცოდვა და „არ უნდა შეფასდეს, როგორც თვითნებური ბოროტება“.
„რადგან ჰომოსექსუალური ორიენტაცია ეკუთვნის ღმერთის მიერ შექმნილ პიროვნების იდენტობას, ის პრინციპულად არ უნდა შეფასდეს ეთიკურად განსხვავებულად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სექსუალური ორიენტაცია“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დებატების მსვლელობისას ასამბლეის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიაში არ უნდა იყოს დისკრიმინაცია ჰომოსექსუალების მიმართ.
ასევე დისკუსიების დროს არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ „დღევანდელ კათოლიკურ სექსუალურ მორალს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრი კათოლიკესთვის რაიმე საერთო ჰქონდეს ცხოვრების რეალობასთან“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ კათოლიკე კარდინალი მოუწოდებდა არ განედევნათ გეი სასულიერო პირები რკე-დან.