ეპიფანე შეუერთდა „ომის წინასწარმეტყველთა“ გუნდს უკრაინაში

26 January 2022 22:20
29
ეპიფანე  უკრაინელ ჯარისკაცებს აკურთხებს. ფოტო: pomisna.info ეპიფანე უკრაინელ ჯარისკაცებს აკურთხებს. ფოტო: pomisna.info

დუმენკო კატეგორიული მიმართვით გამოვიდა, მან აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა  გაერთიანდნენ, დახმარებისთვის მადლიერება გამოხატონ  აშშ-ს და ევროპის ქვეყნებისადმი.

2022 წლის 24 იანვარს განხეთქილების მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო გამოვიდა მიმართვით, სადაც მოუწოდა პასუხი გაეცეს „რფ-ს მტრულ განცხადებებსა და ქმედებებს“, მან „აკურთხა“ უკრაინელები, ჯარი და ხელისუფლება, რომ დაუპირისპირდნენ აგრესორს. მიმართვის ტექსტი განთავსებულია მეუ-ს საიტზე.

„ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებზე რუსეთის ჯარების თავმოყრა, აგრესორის გეგმების შესახებ შეჭრის დაწყების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება, რუსეთის ხელისუფლების სხვა მტრული განცხადებები და ქმედებები ჩვენს პასუხს მოითხოვენ“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც მილიტარისტული რიტორიკით არის გაჯერებული.

„ახლა, როდესაც განახლებული და ბრძოლისუნარიანი ჯარი გვყავს, მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის მოკავშირეთა მტკიცე მხარდაჭერა გაგვაჩნია, ჩვენ უნარი შეგვწევს, რომ დავუპირისპირდეთ თავდამსხმელს და მისი გეგმები ჩავშალოთ“, - გააგრძელა დუმენკომ.

განხეთქილების მეუ-ს მეთაურმა მადლიერება გამოხატა აშშ-ს, ევროპის ქვეყნებისა და ყველა მოკავშირის მიმართ „მხარდაჭერისთვის, დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისთვის“. მან მოუწოდა უკრაინელებს, რომ გაერთიანდნენ საგარეო საფრთხის პირისპირ.

30 იანვარს, ყვებოდა ეპიფანე, მისი „მღვდლები“ ტაძრებში  დამატებით ლოცვებს წაიკითხავენ უკრაინისთვის.

ამასობაში უკრაინელი ბერძენ-კათოლიკების მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმაც გააფრთხილა თავისი მრევლი, რომ „მტერი კარს მოგვადგა“, ამ დღეებში კი უბკე-ის ეპისკოპოსებმა აშშ-ში განაცხადეს, რომ რფ-მ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვრიდან 100 ათასი კაცი გადაიყვანა.  

ამვდროულად უკრაინის ხელისუფლება სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს. თსსს-ს უფროსმა თქვა, რომ ის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს, რომ ილაპარაკოს ჩვენს ქვეყანაზე ფართომასშტაბიან  თავდასხმაზე  და განაცხადა, რომ უკრაინა ვერ აიღებს „თავის თავზე ცოდვას“, რომ  სამხედრო გზით დაიბრუნოს დონბასის ოკუპირებული ტერიტორიები. ხოლო პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა დაამატა, რომ „არ ღირს მასმედიის მოსმენა, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს“.

როგორც მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა მეუ-ს „მეორე საპატრიარქოს ერთგულების“ გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ