ალექსანდრიის საპატრიარქო რმე-ის ეკზარქატის შექმნაზე: მოულოდნელი შურისძიებაა

13 January 2022 14:30
23
პატრიარქი თეოდორე. ფოტო: orthodoxianewsagency.gr პატრიარქი თეოდორე. ფოტო: orthodoxianewsagency.gr

ალექსანდრიის ეკლესიის სინოდმა რუსეთის ეკლესია ეთნოფილეტიზმში და აფრიკის კონტინენტზე გლობალურ  პირველობაზე  პრეტემზიაში დაადანაშაულა.

2022 წლის 12 იანვარს ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა განცხადება გააკეთა აფრიკაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკზარქატის შექმნის შესახებ, იუწყება გამომცემლობა  orthodoxianewsagency.gr. 

სინოდის წევრებმა აღნიშნეს:   „მრევლის წინაშე პასუხისმგებლობისა  და მოვალეობის გრძნობით, რომ დაიცვან ისტორიული სამოციქულო კურსი, ალექსანდრიის საპატრიარქოს იერარქიამ „მრავალჯერ და მრავალმხრივ განიხილა რუსეთის საპატრიარქოს  არაკანონიკური და ანტიეკლესიური (ტექსტში „ანტი-ეკკლესიოლოგიური“, - რედ.) შეჭრის კანონიკური პარამეტრები „აფრიკაში ახალი საეკლესიო ფორმების“ შექმნის მიზნით“.

ალექსანდრიის საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ პატრიარქ თეოდორეს მიერ მეუ-ს „ავტოკეფალიის“ აღიარების შემდეგ, „ჩვენ მოულოდნელად მივიღეთ რუსეთის ეკლესიის არაკანონიკური და არაკანონიერი შეჭრა და თავდასხმა“, რომელიც ამისთვის „საეკლესიო პრაქტიკისა და ტრადიციის საწინააღმდეგო მეთოდებს იყენებდა, რასაც რუსეთის პატრიარქ კირილეს წინამორბედები არასდროს არ მიმართავდნენ“.

ალექსანდრიის ეკლესიის სინოდი დარწმუნებულია, რომ აფრიკაში რმე-ის ეკზარქატის შექმნა „პირდაპირი შურისძიება“ (პატრიარქ თეოდორეს მიერ მეუ-ს აღიარების გამო, - რედ.) და „შანტაჟია, ან შურისძიებაა  ჩვენ წინააღმდეგ“.

სინოდის წევრები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ ეკზარქატის შექმნა დაფუძნებულია რმე-ის წესდებაზე და „არა კანონიკურ დებულებებზე ალექსანდრიის საპატრიარქოს საზღვრების ფარგლებში“.

ალექსანდრიის ეკლესიაში ირწმუნებიან, რომ ეკზარქატში შევიდნენ  მღვდელმსახურები, „რომლებიც ან შტატში არ არიან, ან განხეთქილებაში იმყოფებიან“. გარდა ამისა, მასში, როგორც დამტკიცებულია დოკუმენტურად, გაერთიანდნენ აგრეთვე „გაურკვეველი წარმომავლობის სხვა პირებიც, რომლებიც თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ, მაგრამ არასდროს არ მიეკუთვნოდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს“.

„ამგვარი ქმედებებით ხდება მართლმადიდებლური ეკკლესიოლოგიის შეცვლის მცდელობა მის ბევრ ცალკეულ პარამეტრში, მაგრამ პირველ რიგში ქრისტეს ეკლესიის სტრუქტურის ადმინისტრაციული მოწყობის საზღვრების საკითხში, გამომდინარე მოტივებიდან, რომლებიც მართლმადიდებლური გადმოცემისგან შორს არიან. ჩვენ მწუხარებით ვაღიარებთ, რომ ეს ყველაფერი მოტივირებულია „ეთნოფილეტიზმის ვირუსით“, რომელიც 1872 წლის კრების მიერ იყო დაგმობილი“, - ხაზი გაუსვეს ალექსანდრიის საპატრიარქოს სინოდის წევრებმა, რომელთა უმრავლესობა  ბერძნებია.

მათ რმე „სეკულარიზმში“, „ნეოკოლონიალიზმის“ სურვილში და „ღარიბ აფრიკულ კონტინენტზე გლობალურ  პირველობაზე პრეტენზიებში დაადანაშაულეს, რაც არ შეესაბამება ჩვენი კურთხეული მართლმადიდებლური ტრადიციის მსახურების სამსხვერპლო სულს“.  

ამასთან დაკავშირებით, ალექსანდრიის საპატრიარქოს სინოდმა „დიდი უკმაყოფილება“ გამოთქვა პატრიარქ კირილესა და „მის გარშემო მყოფ რუსეთის ეკლესიის სინოდის“ მიმართ.

„ჩვენთვის, „ჩვენი წმინდა მამების მიმდევრებისთვის“, ყოველი ადგილობრივი ეკლესიის საზღვრები არის მკაფიო, გეოგრაფიული, მსოფლიო კრებების მიერ რუკაზე მონიშნული და პატივსაცემი. და ვაცხადებთ, რომ არასდროს არ შევჭრილვართ რომელიმე ადგილობრივი ძმური ეკლესიის საზღვრებში, მით უმეტეს რუსეთის ეკლესიის. ჩვენ გაკვირვებულები ვართ არა მარტო იმიტომ, რომ ამგვარად მახინჯდება სახარებისეული სიყვარულის გზავნილი, არამედ იმიტომაც, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთად ვებრძოდით და ვთანამშრომლობდით სხვადასხვა დენომინაციებთან და რელიგიებთან, ურთიერთპატივისცემით და გაგებით, ახლა კი ამაზრზენ დარტყმას ვიღებთ ერთმორწმუნე რუსებისგან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ალექსანდრიის ეკლესია ამტკიცებს, რომ „ამ მეთოდებით უხეშად ირღვევა ჩვენი მართლამდიდებლური სარწმუნოების არსი, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიც აფრიკის მისიაა, რომელსაც ჩვენ „ვკვებავთ“, პავლეს სიტყვებით, „როგორც ჩვილს რძით, და არა უხეში  საღვთისმეტყველო საკვებით“, რაც ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი და საზომია და  ჩვენს სამოციქულო ღვაწლს განსაზღვრავს“.

ამ მიზნით ალექსანდრიის საპატრიარქომ გადაწყვიტა ფანარიონისა და ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა ინფორმირება „ავადმყოფური დაბნეულობის შესახებ, რაც „ბავშვებში, ჩვენგან ქრისტეში შობილებში“ ხდება, ერთგულ აფრიკელებში, რუსეთის ეკლესიის უფლებამოსილი პირების ხილული და უხილავი ქმედებების შედეგად“. 

გარდა ამისა, სინოდის წევრებმა პირობა დადეს „სათანადოდ“ და „სასწრაფოდ“ მიუსადაგონ დამრღვევებს ის საეკლესიო სასჯელი, რომელიც „განსაზღვრულია საღმრთო და წმინდა კანონებით“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ რმე-ში შექმნეს აფრიკის საპატრიარქო ეკზარქატი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ