რომის პაპმა საშობაო მიმართვაში უკრაინის კონფლიქტი ახსენა
წელს, უამინდობის მიუხედავად, ასობით მორწმუნე შეიკრიბა წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე.
25 დეკემბერს, რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ტრადიციულ საშობაო მიმართვაში Urbi et orbi (ქალაქი და მშვიდობა) მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას დიალოგში ჩაერთონ კონფლიქტების მოსაგვარებლად, მათ შორის უკრაინაში, იუწყება tass.ru.
”(უფალო, - რედ.), იყავი ნათელი და მხარი დაუჭირე მათ, ვისაც სჯერა და მუშაობს, თუნდაც დინების საწინააღმდეგოდ, შეხვედრისა და დიალოგის სასარგებლოდ და არ დაუშვა, რომ განგრენული კონფლიქტის მეტასტაზები გავრცელდეს მთელ უკრაინაში”, - თქვა რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.
სიტყვა წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძრის აივნიდან წარმოითქვა. წელს, უამინდობის მიუხედავად, მოედანზე ასობით მორწმუნე შეიკრიბა.
როგორც მჟკ მანამდე იტყობინებოდა, რომის პაპმა უკრაინას უსურვა შობის დადგომას მშვიდობის დამყარება.