რადას სპიკერმა სთხოვა ისრაელს შეპტიცკი აღიაროს "მსოფლიოს ხალხთა წმინდანად"

13 December 2021 21:30
43
რუსლან სტეფანჩუკი და მიხეილ ბროდსკი. ფოტო: rada.gov.ua რუსლან სტეფანჩუკი და მიხეილ ბროდსკი. ფოტო: rada.gov.ua

ეს გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინელ და ებრაელ ხალხთა შორის  მეგობრობის განმტკიცებაში, აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინაში ისრაელის ელჩის მიხაელ ბროდკისთან შეხვედრის დროს სთხოვა განიხილოს "მსოფლიოს ხალხთა წმინდანის" მინიჭების საკითხი უკრაინელებისთვის, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს გადაარჩინეს ებრაელები, იუწყება  rada.gov.ua. 

"საუბარი მიდის მიტროპოლიტ (უბკე,-რედ.) ანდრეი შეპტიცკიზე და მღვდელ ემელიანე კოვჩეზე. ეს იქნებოდა შეფასებული როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეგობრობის განმტკიცებაში ჩვენს ხალხებს შორის",-აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავჯდომარემ მადლობა გადაუხადა ისრაელის დელეგაციას ღირშესანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რომელიც გაიმართა ბაბინ იარის ტრაგედიის აღსანიშნავად.

უმაღლესი რადას მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა კატეგორიულად გმობს ნებისმიერი სახის შეუწყნარებლობას და ანტისემიტიზმს, ამ საკითხის მნიშვნელობას უკრაინისთვის მოწმობს უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონი " უკრაინაში ანტისემიტიზმის თავიდან აცილებისა და წინააღმდეგობისთვის", რომელსაც ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა 2021 წლის 7 ოქტომბერს.

"მე ვიმედოვნებ, რომ ეს აქტივობა შეფასებული იქნება ისრაელის მხრიდან",- აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.

ასევე მან შეახსენა, რომ 2022 წელს უკრაინაში აღინიშნება გოლოდომორის 90-ე წლისთავი.

"პირადად მინდა მივმართო ყველა ქვეყნის სპიკერს, ჩვენს მეგობარ პარლამენტებს წინადადებით, რომ მომდევნო წელს მოიძებნოს შესაძლებლობა აღიარებულ იქნას გოლოდომორი როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტი. თუ ისრაელი მიბაძავდა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მაგალითს, ჩვენთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი და ძვირფასი მხარდაჭერა",- გამოხატა თხოვნა უკრაინის პარლამენტის თავჯდომარემ.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, კიევის საბჭო სთხოვს "იად ვაშემს" აღიაროს შეპტიცკი "მსოფლიოს ხალხთა წმინდანად".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ