არ გვესმის სახელმწიფოს ნაბიჯების აზრი: უბკე-ს ბრალდება სახელმწიფოს მიმართ
უნიატები უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების კრიტიკით გამოვიდნენ.
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება ხალხის სწრაფ გაღატაკებაში დაადანაშაულეს. კრიტიკამ გაიჟღერა „გაჭირვების ჟამს ლოცვის“ მოწოდებაში, რომლითაც უბკე-ის სამღვდელმთავრო სინოდმა თავის მრევლს მიმართა.
უნიატ მღვდელმთავართა განცხადების მიხედვით, ისინი მეტად შეშფოთებულები არიან ხალხის სწრაფი გაღატაკებისა და სოციალური უთანასწორობის ახალი გამოვლინებების გამო. მდიდრები უფრო მეტად მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან და შიდა გამოწვევები მასიურ შრომით მიგრაციას, უმუშევრობის ზრდასა და საზოგადოების მთელი რიგი სოციალური ფენების გაქრობას იწვევენ.
„უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლება იმ ქმედებების შესახებ ლაპარაკობს, რომელთა განხორციელებას ის აპირებს ამ მოვლენების გადასალახად და რეფორმების გასატარებლად მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისა და მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის მიზნით, თუმცა ჩვენ ხშირად ვერ ვიგებთ მათი ამ ნაბიჯების აზრს“, - ხაზი გაუსვეს უბკე-ში.
შეგახსენებთ, უბკე-ის სინოდმა განაცხადა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების შეკრების შესახებ და პოლიტიკურ ზეწოლაზე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის მეშვეობით.