პატრიარქმა ბართლომემ მადლობა გადაუხადა ემე-ის მეთაურს მეუ-ს მხრდაჭერის გამო
ჩვენს თავზე ჩამოწოლილმა ღრუბლებმა არა დამანგრეველი ნალექი მოიტანა, არამედ წვიმა და ეიფორია, უთხრა ბართლომემ არქიეპისკოპოს იერონიმეს ათენში ერთობლივი ლიტურგიის შემდეგ.
21 ნოემბერს ათენში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ მადლობა გადაუხადა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ათენის არქიეპისკოპოს იერონიმეს მეუ-ს მხარდაჭერის გამო, იუწყება Orthodox Times.
ათენის საკათედრო ტაძარში ერთობლივი ლიტურგიის შემდეგ ფანარიონის მეთაურმა განაცხდა, რომ „დიდ სიხარულს განიცდის ძმებ იერარქებთან და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოფნით, დედა-ეკლესიის უსაზღვრო სიყვარული და ლოცვა-კურთხევა მოუტანა მათ“, ამის შემდეგ მან ემე-ის მეთაურს მადლობა გადაუხადა „მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს საკითხებში“ მხარდაჭერის გამო.
„ზოგჯერ ჩვენს თავზე ღრუბლები ჩამოწვებოდნენ ხოლმე, მაგრამ მათ არა დამანგრეველი ნალექი, არამედ მხოლოდ წვიმა და ეიფორია მოჰქონდათ, ნაყოფიერი დიალოგი და თანაარსებობა მართლმადიდებლობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც კრეტის წმინდა და დიდი სინოდი (კრეტის კრება, - რედ.) და უკრაინის ავტოკეფალიაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მჭიდრო კავშირის წყალობით, ჩვენს ურთიერთობებში ნებისმიერი პრობლემები გადავლახეთ“, - თქვა პატრიარქმა ბართლომემ.
მისი სიტყვებით, მისი პატრიარქობის დროს „არაფერი არ იყო ადვილი“, მაგრამ „ისტორიამ მოგვიწოდა და ჩვენ თავმდაბლობით, შიშითა და სიხარულით, ლოცვითა და ყურადღებით მივიღეთ ეს. კვლავ და კვლავ მადლიერებას გამოვხატავთ ეკლესიის პატივისცემისა და მხარდაჭერის გამო“.
მჟკ წერდა, რომ ათენში 21 ნოემბერს შედგა ფანარიონის მეთაურისა და ემე-ის მეთაურის ერთობლივი ღვთისმსახურება.