პატრიარქი კირილი: ფანარიონის მეთაური თავს უპირველესად თვლის დანარჩენებზე

24 November 2021 21:25
35
პატრიარქი კირილი და წამყვანი კორჩევნიკოვი. ფოტო: volgeparhia.ru პატრიარქი კირილი და წამყვანი კორჩევნიკოვი. ფოტო: volgeparhia.ru

რმე-ს წინამძღვარმა განაცხადა, რომ პატრიარქ ბართლომეს აქვს ცრუ თვითგაგება.

პატრიარქმა კირილმა ტელეარხ "სპასის"გენერალურ დირექტორთან  ბორის კოჩერნიკოვთან ინტერვიუში, რომელიც გამოვიდა არხზე «Россия 1» 2021 წლის 20 ნოემბერს, განაცხადა, რომ პატრიარქი ბართლომე თავის თავს თვლის არა პირველად თანასწორთა შორის, არამეს პირველად სხვა დანარჩენებზე, იუწყება patriarchia.ru.

"ვფიქრობ, არის ორი მიზეზი. პირველი-ეს პატრიარქ ბართლომეს აბსოლუტურად ცრუ თვითგაგება, რომელიც თავს მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერად მიიჩნევს. მართლმადიდებელი ეკლეზიოლოგიის თვალსაზრისით ის პირველია თანასწორთა შორის, მაგრამ ის თავს თვლის არა პირველად თანასწორთა შორის, არამედ პირველად სხვა დანარჩენთა შორის. ანუ ის ცდუნდა იმავე იდეით, რომლის რეალიზაციამ ქრისტიანობა აღმოსავლურად და დასავლურად დაყოფამდე მიიყვანა. და ახლა, არ შემეშინდება თქმის, პატრიარქ ბართლომეს პირადი ინიციატივით  ძალაუფლების ამავე თემამ უკვე დაყო მართლმადიდებელი ეკლესია",-აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

რმე-ს წინამძღვარმა დაარქვა ამას მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ტრაგიკული გვერდი  და მოუწოდა განხეთქილების დაძლევისა და მართლმადიდებლობის განმტკიცებისკენ.

"და ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისევ ერთობლივად ჩავატაროთ საღვთო ევქარისტია ერთიანი ტახტის ირგვლივ მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებით, ჩვენს თანამედროვეებს შორის. რათა ეკლესიამ შეძლოს გახდეს სულიერ ძალად, რომელიც ეხმარება ადამიანს გზა იპოვოს ამ ძალიან რთულ, თანამედროვე ცხოვრებაში",-დაამატა პატრიარქმა კირილმა.

რმე-ს წინამძღვარმა ასევე ახსენა პოლიტიკური ფაქტორი, რომელმაც შეძლო ასე  ძლიერად ემოქმედა პატრიარქ ბართლომეზე გადაწყვეტილებებზე.

"კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მდგომარეობა ყოველთვის ძალიან არასტაბილურია. საპატრიარქო დღემდე იმყოფება არამართლმადიდებელი პოლიტიკური ძალების კონტროლქვეშ, და საერთოდ, პატრიარქი ბართლომე ვალდებულია, ვფიქრობ, არათუ დაექვემდებაროს, არამედ შეუსაბამოს თავისი პოზიცია იმ  ლიბერალურ კონტექსტს, რომელიც არსებობს დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში",-დაამატა უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რუსოფობია უკრაინაში მალე გაქრება დღის წესრიგიდან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ