ელადის ეკლესიაში პოლიციას მოუწოდეს ტაძრებში კარანტინის შემოწმება

24 November 2021 21:30
9
ფოკიდის მიტროპოლიტი ფეოფსისტე. ფოტო: imfokid.gr ფოკიდის მიტროპოლიტი ფეოფსისტე. ფოტო: imfokid.gr

ფოკიდის მიტროპოლიაში ახსნეს, რომ ასეთი ზომები იმითაა გამოწვეული, რომ ბევრი მღვდელი და სამრევლო სრულად არ იცავს საკარანტინო შეზღუდვებს.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ფოკიდის მიტროპოლიტმა ფეოქსისტემ(კლუკინასი), საბერძნეთის პოლიციას მოუწოდა ტაძრებისა და მონასტრების შემოწმება კორონავირუსის საწინააღმდეგო კარანტინის დასაცავად, იუწყება ბერძნული გამოცემა «Ромфея».

ფოკიდის მიტროპოლიტმა მიმართა რეგიონის პოლიციური სამმართველოს უფროსს წერილით, რომელშიც მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს ჩაატარონ ეპარქიის ტაძრებისა და მონასტრების შემოწმება, რათა გამოვლინდეს, დაცულია თუ არა  მათში საკარანტინო ზომები, რომლებიც დადგენილია სახლმწიფოს მიერ.

მიტროპოლიის პროტოსინგელმა არქიმანდრიტმა ნექტარიოსმა (მულაციოტისი), მიტროპოლიტის საქციელი იმით ახსნა, რომ ეპარქიის ზოგიერთი მღვდელი კინაღამ გარდაიცვალა, და „ზოგიერთი ჩვენთაგანი ჰოსპიტალიზირებულ იქნა პეტრას წმინდა ანდრიას საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით იმის გამო, რომ ზოგიერთი ადამიანი ეკლესიის შიგნით არ იცავდა საკარანტინო ზომებს“.

მან ასევე თქვა, რომ ადრე მიტროპოლიტმა ფეოქტისტემ ყველა სამრევლოს გაუგზავნა ცირკულიარი მოწოდებით, დაიცვან საკარანტინო ზომები, „თუმცა, ისევ, ზოგიერთი არ აღმოჩნდა ზომიერად დისციპლინირებული“.

ადრე მჟკ წერდა, რომ ბერძნული ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცრელებს მხოლოდ იმის კეთება შეუძლიათ, რაც საჭიროა მათი გადარჩენისათვის“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ