კიევის საბჭო «იად ვაშემ»-ს თხოვს შეპტიცკი „მსოფლიო ხალხთა წმინდანად“აღიაროს
ისრაელის მემორიალური ინსტიტუტისადმი მიმართვის გადაწყვეტილებას უბკე-ის მიტროპოლიტ შეპტიცკისთვის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ მხარი დაუჭირა კიევის საბჭოს 72 დეპუტატმა
კიევის საქალაქო საბჭომ მიმართა ისრაელის კატასტროფისა (ჰოლოკოსტის) და გმირობის ნაციონალურ მემორიალს «იად ვაშემ»-ს თხოვნით ოფიციალურად მოანიჭოს საპატიო წოდება „მსოფლიოს ხალხთა წმინდანი“ უბკე-ის მიტროპოლიტს ანდრია შეპტიცკის.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს სხდომაზე ხუთშაბათს, 18 ნოემბერს, იუწყება კიევის საბჭოს საიტი.
როგორც განათლების, მეცნიერების, ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში მუდმივი კომისიის თავმჯდომარე ვადიმ ვასილჩუკი განმარტავს, „აუცილებელია დაუფასდეს ადამიანს ის, რომ მან ასობით ებრაელი გადაარჩინა და მიტროპოლიტის ხსოვნა უკვდავყოფილი უნდა იყოს“. დეპუტატმა დაამატა, რომ შეპტიცკი უთუოდ იმსახურებს „წმინდანის“ საპატიო წოდების მინიჭებას.
შეგახსენებთ, ისრაელში ანდრეი შეპტიცკისადმი „მსოფლიოს ხალხთა წმინდანის“ საპატიო წოდების მინიჭების საკითხი არაერთხელ იყო განხილული, მაგრამ კომისია არ იღებდა ამ წინადადებას. უბკე-ის ექს-მეთაურის შესახებ მორიგი მიმართვის შემდეგ, „იად ვაშემში“ შეახსენეს, რომ შეპტიცკი მიესალმებოდა ნაცისტ ოკუპანტებს და თავისი „ქმედებებით ხელს უწყობდა უკრაინელთა შესვლას ებრაელ ოჯახთა მკვლელთა რიგებში“.