ეპის. ვიქტორმა გაეროს ფორუმზე უმე-ს მრევლის ჩაგვრაზე განაცხადა

17 November 2021 22:00
93
ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: news.church.ua ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: news.church.ua

უმე-ს იერარქი მონაწილეობდა გაეროს ფორუმზე "მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის: დემოკრატიის ელემენტი, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა".

2021 წლის 16 ნოემბერს ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა)   გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და უფლებების უზენაესობის ფორუმზე განაცხადა უმე-ს მორწმუნეების უფლებების დარღვევაზე. ამაზე იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

გაეროს ორდღიანი ფორუმი ჟენევაში მიმდინარეობს შერეულ (პირისპირ და დისტანციურ) ფორმატში,სადაც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების საბჭოს პრეზიდენტი ნაჟატ შამიმ ხანი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში მიშელ ბეჩელეტი, გაეროში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა წარმომადგენლები, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციები და მასმედია.

თავის გამოსვლაში ეპისკოპოსმა ვიქტორმა განაცხადა, რომ უმე-ს 12 ათასზე  მეტ რელიგიურ ორგანიზაციას შეიძლება ჩამოერთვას შესაძლებლობა ეფექტურად დაიცვან თავისი უფლებები სასამართლოებში ე.წ.  "სახელწოდების შეცვლის" კანონის გამო.  რელიგიური ორგანიზაციები უკვე აწყდებიან რიგ სიძნელეებს სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების შეტანისას და არაერთი შემთხვევაა, როდესაც მორწმუნეებს არ შეუძლიათ თავისი იურიდიული უფლებების რეალიზება.

ეს ფაქტები, აღნიშნა იერარქმა, მოწმობს დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებაზე უმე-ს მიმართ  სახელმწიფო ხელისუფლების ზოგიერთი ორგანოს მხრიდან, რაც უზღუდავს მორწმუნეების უფლებას იყვნენ თავისი რწმენის მიმდევრები რელიგიური თემის შემადგენლობაში იმ სახემწოდებით, რომელიც არის ისტორიულად და იურიდიულად დამტკიცებული 1990 წლიდან. ასევე არსებობს  უმე-ს რელიგიური ორგანიზაციებისთვის მართლმსაჯულებასთან შეღწევის სრული აკრძალვის საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ დებულება კანონის ნაწილობრივ ბათილობაზე გამოყენებული იქნება პრაქტიკაში.

ეპისკოპოსმა დაამატა, რომ ეს ყველაფერი არის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აიოლებს უმე-ს ტაძრების რეიდერულ მიტაცებებს და პროვოცირებას უკეთებს ძალადობას, კონფლიქტებს და მტრობას საზოგადოებაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება მრავალრიცხოვან მიმართვაზე უმე-ს მორწმუნეების უფლებების დარღვევებზე, რომლებიც ხშირად იძულებული არიან სასამართლო წესით მოითხოვონ გაიხსნას დანაშაულის წარმოება მათი უფლებების დარღვევების ფაქტზე. სისხლის სამართლის პროცესის არასათანადო გამოძიების ფაქტი , რომელიც გაიხსნა უმე-ს მორწმუნეების განცხადების საფუძველზე, უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, რაზეც 2021 წლის 11 ნოემბერს თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა გაეროში ადამიანის უფლებების კომიტეტმა.

დასასრულს ეპისკოპოსმა ვიქტორმა მიუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გააგრძელონ ყურადღების მიქცევა უკრაინაში უმე-ს მორწმუნეების კანონიერი უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფის საკითხებზე, რათა უფლებების დარღვევები და დისკრიმინაციული პოლიტიკა ბოლოს და ბოლოს შეწყდეს.

შეგახსენებთ, 12 ნოემბერს უმე-ს იერარქმა მონაწილეობა მიიღო ეუთოსა და გაეროს ერთობლივ სხდომაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ