ავტოკეფალიის მინიჭება ყველა ეკლესიის თანხმობით ხდება, - პმე-ის იერარქი
არქიეპ. გიორგიმ გაიხსენა, რომ კრეტის კრებისთვის მომზადების დროს გამოქვეყნებული იყო დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ტომოსს ყველა ეკლესიის წინამძღოლთა თანხმობით ანიჭებენ.
2021 წლის 11 ნოემბერს ვარშავის ქრისტიანული საღვთისმეტყველო აკადემიის (პოლონეთი) რექტორმა, ვროცლავისა და შჩეცინსკის არქიეპიაკოპოსმა გიორგიმ (პანკოვსკი) გაიხსენა პატრიარქ ბართლომეს სიტყვები, რომ ავტოკეფალიას ანიჭებენ ყველა ეკლესიის თანხმობით.
კსადას-ში სამეცნიერო კონფერენციის დროს, რომელიც ტარდებოდა თემაზე „ეკლესიის კრებითობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“, არქიეპისკოპოსი გიორგი ყვებოდა, რომ როდესაც მსოფლიო მართლმადიდებლობის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ თათბირებზე 2016 წლის კრეტის კრების მოსამზადებლად, „ყოველთვის იგრძნობოდა მენტალური განსხვავება ბევრი ეკლესიოლოგიური საკითხის გააზრებისას“.
მან აგრეთვე განაცხადა, რომ ამ კრების მომზადების დროს „ავტონომიის აღიარების წესების განხილვა არ მოითხოვდა განსაკუთრებული დისკუსიების აუცილებლობას, რადგან დედა-ეკლესიას ავტონომიის მინიჭება შეუძლია მხოლოდ თავისი ნაწილისთვის, რომელიც მის კანონიკურ ტერიტორიაზე იმყოფება“.
გარდა ამისა, მეუფე გიორგის სიტყვებით, როდესაც მოვიდა ტერმინ „ავტოკეფალიის“ განხილვის დრო, კრებისწინა თათბირების მონაწილეებმა „მიიღეს ფრაგმენტური, წინასწარ შეთანხმებული მასალა, რომლის მიხედვით ავტოკეფალიას ანიჭებს მთელი ეკლესია ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა თანხმობით“.
„ეს ჩვენი მუშაობის ამოსავალი წერტილი იყო. რადგან ავტონომიის თემაზე საკმაოდ სწრაფად შეთანხმდნენ, ბევრს ეგონა, რომ ავტოკეფალიის საკითხზეც ასე იქნებოდა“, - თქვა იერარქმა.
არქიეპისკოპოსი გიორგი ციტირებდა პატრიარქ ბართლომეს სიტყვებს, რომელმაც 2001 წლის იანვარში გაზეთ „ნეა ელადასთან“ თქვა შემდეგი: „ავტოკეფალია ან ავტონომია ენიჭება მთელ ეკლესიას მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა მიზეზებით შეუძლებელია მსოფლიო კრების მოწვევა, მსოფლიო პატრიარქი, როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის კოორდინატორი, ანიჭებს ავტოკეფალიას ან ავტონომიას ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობით“.
მუფე აგრეთვე ყვებოდა, რომ უკვე კრეტის კრების შემდეგ უნეტარესმა საბამ, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, ავტოკეფალიის თემის შესახებ დააფიქსირა შემდეგი:
„ეს საკითხი პრინციპში გასაგებია. უბრალოდ საჭიროა ბოლომდე თანმიმდევრულები ვიყოთ. უკრაინის შემთხვევაში ის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დაარღვია. მანამდე ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ წინადადებას ავტოკეფალიის მინიჭებაზე თვით დედა-ეკლესია აყენებს, მაგრამ ავტოკეფალიას ვანიჭებთ ჩვენ, ესე იგი წინამძღოლები. პატრიარქი მოითხოვს, რომ ტომოსზე მხოლოდ მისი ხელმოწერა უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია მისი წინამძღვრობით ვიმსახუროთ, მაგრამ ტომოსს ყველამ უნდა მოვაწეროთ ხელი“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ არქიეპისკოპოსმა გიორგიმ (პანკოვსკი) განაცხადა, რომ დღეს ეკლესია ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იმყოფება.