მეუ-ს „იერარქი“ მეზობლის ცემის გამო: ჩემს ქრისტიანულ სულში სრული სიმშვიდეა
ადრიან კულიკმა განაცხადა, რომ კადრები, სადაც ის ურტყამს ქალს დამონტაჟებულია, და მას, „როგორც ქრისტიანს და ადამიანს სულში სრული სიმშვიდე აქვს“.
მეუ-ს „ეპისკოპოსმა“ ადრიან კულიკმა თავის Facebook გვერდზე კომენტარი გაუკეთა ტელეარხ ICTV -ის სიუჟეტის «Надзвичайних новин» -ს კადრებს, სადაც ის მუშტებით სცემს თავის მეზობელ ქალს.
„ეპისკოპოსმა“ განაცხადა, რომ ის არ განიცდის არავითარ სინდისის ქეჯნას თავისი ქმედებების გამო, და მას „როგორც ქრისტიანს და ადამიანს სულში სრული სიშვიდე აქვს“. კულიკი დარწმუნებულია, რომ კადრები, სადაც ის ქალს მუშტებს ურტყამს, არის სპეციალურად დამონტაჟებული, სიუჟეტი გაკეთებულია „გებელს-სკაბეევა-კისელიოვის პროპაგანდის სტილში“, ხოლო ჟურნალისტები „დაზარალებულისგან“ „ძერწავენ“ პატარა ჯვარცმულ გოგონას“.
მეუ-ს „იერარქი“ უარყოფს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ამტკიცებს, რომ პოლიციის წარმომადგენლების კომენტარები ფეიკია, რამდენადაც მისი აზრით „თვითონ დაზარალებულს არ დაუწერია არავითარი განცხადება, არ მიუმართავს დახმარებაზე, ითხოვდა მხოლოდ ვიდეო ჩანაწერებს სათვალთვალო კამერებიდან“.
თვითონ მეზობელზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებას და ამის დაწვრილებით აღწერას კულიკი საჭიროდ არ თვლის. „მინდა მხოლოდ ავღნიშნო, როგორც სამღვდელო ხარისხის მატარებელი, ძალიან განვიცდი, რომ მე „გამიმართლა“ მოვხვედრილვიყავი ასეთ დაგეგმილ და პროვოცირებულ კინკლაობაში. ძალიან განვიცდი. თუმცა, მე, როგორც ქრისტიანს და მეუღლეს, სრული სიმშვიდე მაქვს სულში, და სინდისი არ მქეჯნის“,-ასე აღწერა თავისი შინაგანი მდგომარეობა „ეპისკოპოსმა“.
პუბლიკაციის ბოლოს სხვათაშორის კულიკმა განაცხადა, რომ მეზობლის ცემისას ის „იცავდა პატარა, დაუცველ ქალს, დამხმარეს და მშრომელს თავდამსხმელისგან, რომელიც ფსიქოლოგიურად ატერორებდა და ემუქრებოდა მას გამოსახლებით, დასჯით და სარდაფით, როდესაც მოვლენ მისი ძმები“. ვინ არის „ეს დამხმარე და მშრომელი“, რომელსაც იცავდა კულიკი ასეთი უჩვეულო გზით“, მან არ დააზუსტა.
თავისი სიტყვების დასამტკიცებლად „იერარქმა“ განათავსა უხმო ვიდეო, რომელზეც ასახულია კულიკის მიერ ნაცემი ქალის ივანა ბერეჟნას საუბარი უცნობ ქალთან, რომელიც მოხდა ინციდენტამდე 4-5 წუთით ადრე. რაზე სუბრობდნენ ქალები, უცნობი დარჩა.
შეგახსენებთ, ადრე მჟკ წერდა, რომ კიევში მეუ-ს „ეპისკოპოსმა“ ადრიან კულიკმა სცემა მეზობელ ქალს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხ.125.