ბართლომე : ვალდებულები ვართ უფროსი ძმასავით ვუხელმძღვანელოთ ადგ. ეკლესიებს

28 October 2021 00:15
21
პატრიარქი ბართლომეს გამოსვლა მედიასთან თეთრი სახლის მიმდებარედ. ფოტო: orthodoxtimes.com პატრიარქი ბართლომეს გამოსვლა მედიასთან თეთრი სახლის მიმდებარედ. ფოტო: orthodoxtimes.com

აშშ-ში პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ არ დაუშვებს  მის პირველობას მართლმადიდებლობაში ხელს უშლიდნენ „რაღაც ვიწრო პოლიტიკური შეხედულებები“.

2021 წლის 25 ოქტომბერს პატრიარქმა ბართლომემ ამერიკის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურთან  ენტონი ბლინკენთან ოფიციალური შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას, იუწყება საიტი OrthodoxTimes.com.

თეთრ სახლტან მასმედიის წინ გამოსვლის დროს, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ  უნდა განახორციელოს ხელმძღვანელობა, როგორც „უფროსმა ძმამ“. გარდა ამისა, ის თვლის, რომ სხვა შეხედულება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს როლზე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მის პირველობას მსოფლიო მართლმადიდებლობაში. „ჩვენ ვალდებულები ვართ უფროსი ძმასავით ვუხელმძღვანელოთ ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების ერთ ოჯახს. ეს ოჯახური გრძნობა თავისი არსით მართლმადიდებლურია და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რაღაც ვიწრო პოლიტიკური შეხედულებები ჩაერიოს ჩვენს ურთიერთობებში“, - განუცხადა პატრიარქმა ბართლომემ ჟურნალისტებს.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურმა იჩივლა ბაიდენთან რმე-ს ქმედებების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ