მიხეილ ზინკევიჩმა ისაუბრა, რამდენი ტაძარი წაართვა უმე-ს

26 October 2021 00:00
27
მიხეილ ზინკევიჩი. ფოტო: volyn24.com მიხეილ ზინკევიჩი. ფოტო: volyn24.com

ზინკევიჩმა დაიკვეხნა, რომ მან შეძლო ყველაზე მეტი ტაძრების "გადაყვანა" უმე-დან მეუ-ში.

ლუცკისა და ვოლინსკის "მიტროპოლიტმა" ზინკევიჩმა გამოცემა Перший -სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომ უმე-დან "გადაიყვანა"ყველაზე მეტი ტაძარი-130.

 "ჩვენთან პლიუს-მინუს 130 ახალი სამრევლოა. ეს ყველაზე მეტია უკრაინაში,- ამტკიცებს ზინკევიჩი და ამატებს, რომ "გადასვლები" თითქოსდა მიმდინარეობდა კონფლიქტების გარეშე.- მეუ არ ესხმოდა თავს რუსულ სამრევლოებს, პრობლემა შიგნითაა. ამიტომ ჩვენი დადანაშაულება არავის არ შეუძლია, რომ ჩვენ მოვედით, რაღაცა წავიღეთ ან რაღაც სიტუაციის პროვოცირება მოვახდინეთ. ვუხსნიდით ჩვენს პოზიციას იმათ, ვინც განმარტებისთვის  მოგვმართავდა, და იყვნენ ისეთებიც, ვინც არ მოგვმართავდა, არამედ უბრალოდ მოდიოდნენ აქ საბუთებით და გვთხოვდნენ მათ მიღებას",- განმარტა მან.

ზინკევიჩმა დაამატა, რომ ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს მღვდლების უკმარისობა, რადგანაც მეუ-ში გადავიდა მხოლოდ თორმეტი მღვდელი.

"მე მაშინ მქონდა ერთადერთი პრობლემა ამ საკითხში- ეს ღვთისმსაურთა რაოდენობაა, რომლებიც უნდა გააგზავნო ახალ სამრევლოებში, იმიტომ რომ ყველა სამრევლო არ გადასულა მღვდლებთან ერთად. ბევრი მღვდელი, რომელიც არ წასულა თემთან, დღეს იძულებულია ეძებოს თავისუფალი შემოსავალი, გაემგზავროს პოლონეთში სამშენებლო სამუშაოებზე",- თქვა ზინკევიჩმა.

მეუ-ს "მიტროპოლიტმა" იწინასწარმეტყველა უმე-დან მეუში გადასვლის ახალი ტალღა: "იქნება მაშინ, როცა მომწიფდება".

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს "იერარქმა" მიხეილ ზინკევიჩმა "მსახურება" საპატრიარქო მანტიით ჩაატარა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ