უმე-მ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მთელი უკრაინელი ხალხი უნიატებად არ ჩათვალონ

09 October 2021 23:09
85
ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის თეზისზე, რომ მთელი უკრაინელი ხალხი შეპტიცკის ბეატიფიკაციას ელოდება.

არ არის საჭირო, რომ ბერძენ-კათოლიკებად, რომლებიც უკრაინაში უმცირესობას წარმოადგენენ, მთელი უკრაინელი ხალხი ჩაითვალოს. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა დაწერა თავის тг-არხზე ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინაში სამოციქულო ნუნციუსის ვისვალდას კულბოკასის შეხვედრის შედეგად.

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე ინფორმაციის მიხედვით, ამ შეხვედრაზე „ვლადიმერ ზელენსკიმ  გაამახვილა ყურადღება მიტროპოლიტ ანდრია შეპტიცკის ბეატიფიკაციის საკითხზე, რომელსაც ასე ელოდება უკრაინელი ხალხი“.

 „... რომელსაც ასე ელოდებიან უკრაინელი ბერძენ-კათოლიკები“, - შეიძლებოდა ასე დაწერა და ეს სწორი იქნებოდა, - ხაზი გაუსვა უმე-ს სპიკერმა. - შეპტიცკი ხომ უბკე-ის მოღვაწეა და ის მათთვის ავტორიტეტია. სწორედ ბერძენ-კათოლიკები ელოდებიან ბეატიფიკაციას. კი ბატონო, არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო. მაგრამ არა მთელი უკრაინელი ხალხი“.

მართლმადიდებელები, რომლებიც უკრაინაში უმრავლესობას წარმოადგენენ, ამ ბეტიფიკაციას არ ელოდებიან, ისევე, როგორც პროტესტანტები, მუსულმანები, იუდეველები და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, აღნიშნა მღვდელმსახურმა.

 „ამიტომ მნშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ოფისმა გაითვალისწინოს ეს და ინფორმაცია კორექტულად მიაწოდოს“, - თქვა უმე-ს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ თეზისი „უკრაინელი ხალხი ელოდება“ შეპტიცკის კანონიზაციას, ვლადიმერ ზელენსკიმ მანამდე გაახმოვანა პაპ ფრანცისკესთან საუბრის დროს, შემდეგ ეს ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის დროს გაიმეორა სპ-ს ხელმძღვანელმა ანდრეი  ერმაკმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ