ოდესაში რუსული დაბომბვის შედეგად უმე-ის ტაძარი დაზიანდა

15 November 12:31
1283
უმე-ის ღვთისმშობლის ხატის ,,ზეციური ნიშანი'' სახელობის ტაძარი ოდესაში. ფოტო: Одесская епархия უმე-ის ღვთისმშობლის ხატის ,,ზეციური ნიშანი'' სახელობის ტაძარი ოდესაში. ფოტო: Одесская епархия

დაზიანდა ტაძრის სახურავი და კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები.

14 ნოემბერს ოდესის კიდევ ერთი მასიური რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ხაჯიბეის რაიონში ღვთისმშობლის ხატის "ზეციური ნიშნის" სახელობის უმე-ს ტაძარი. იუწყება ოდესის ეპარქიის პრესსამსახური ფეისბუქ-გვერდზე.

დაბომბვის შედეგად ტაძრის სახურავი და კედლები დაზიანდა, ჩამტვრეულია მინები, ასევე დაზიანდა ეკლესიის მიმდებარედ გაჩერებული მანქანა. საბედნიეროდ, არ დაზარალებულად ტაზრის მრევლი და სასულიერო პირები, თუმცა მატერიალური ზარალი მნიშვნელოვანი იყო.

ოდესის ეპარქიამ დაგმო რუსული აგრესია უკრაინისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ილოცონ ჩვენი ქვეყნისთვის და მხარი დაუჭირონ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. დაზარალებულთა დასახმარებლად ვტოვებთ ოდესის ეპარქიის ცხელ ხაზზე: 0936150820 Viber, WhatsApp, Telegram“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც მჟკ წერს, ოდესის ეპარქია დახმარებას სთავაზობს მათ, ვინც რუსული დაბომბვის გამო საცხოვრებელი დაკარგა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ