პატ. კირილი: უმე-ში ეპისკოპოსების, მღვდელებისა და მრევლის გასაოცარი ერთობაა
ფანარიონის ქმედებები უკრაინაში ბევრს დაეხმარა კიდევ უფრო მწვავედ გაეცნობიერებინა ერთობის უნარი, აღნიშნა რმე-ს წინამძღვარმა.
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გასაოცარი ერთობაა ეპისკოპოსებს, კლირებს, მონაზვნებსა და მორწმუნეებს შორის. ამაზე რმე-ს წინამძღვარმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა თქვა კონფერენციის გახსნაზე "მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე", იუწყება «Патриархия.ru».
პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობაში წარმოქმნილი განხეთქილების პირისპირ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რჩება ერთიანად და კონსოლიდირებულად, ხოლო უკრაინაში მომხდარი მოვლენები "ჩვენს ეკლესიაში ბევრს დაეხმარა კიდევ უფრო მწვავედ გაეცნობიერებინათ ერთობის ის უნარი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ჩვენი ათასწლოვანი ისტორიით".
"უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ ვხედავთ გასაოცარ ერთობას ეპისკოპოსების, მღვდლების მონაზვნების და მორწმუნეებისა,- დაამატა მან.-მიუხედავად მასობრივი აგრესიული პროპაგანდისა და პოლიტიკური ზეწოლისა, რომელიც მიმართულია რუსულ მართლმადიდებლ ეკლესიასთან ერთობის წინააღმდეგ, ეკლესიური ხალხი, რომელიც არის რწმენისა და ღირსების ჭეშმარიტი დამცველი, გამოხატავს მტკიცე ნებას ეს ერთობა შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის დისკრიმინაციასა და დევნას, ის აგრძელებს გამრავლებას ახალი მონასტრებითა და სამრევლოებით".
მონასტრებისა და სამრევლოების რაოდენობა იზრდება რმე-ს მთელ კანონიკურ ტერიტორიაზე, აღნიშნა წინამძღვარმა, და "ჩვენ ვხედავთ ღმერთის წყალობის ამ განსაკუთრებულ ნიშანს ჩვენი წმინდა ეკლესიის მიმართ, რომელიც ფერფლისგან აღსდგა შვიდი ათწლეულის დევნის შემდეგ და უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც აღორძინდა, განმტკიცდა და გაფართოვდება".
2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში მოშაობა დაიწყო კონფერენციამ ეკლესიის პირველობისა და ერთიანობის თემაზე. გახსნაზე რმე-ს წინამძღვარმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მეთური არის ქრისტე, და არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, და მოუწოდა მიეცეს საღვთისმეტყველო შეფასება ფანარიონის მეთაურის ქმედებებს.