მეუ-ს გამო შეიძლება განმეორდეს 1054 წლის დიდი განხეთქილება,-მიტ. ანტონი

08 September 2021 23:50
50
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს საქმეთმმართველი. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს საქმეთმმართველი. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

საქმეთამმართველმა აღნიშნა, რომ მეუ-ს გამო ადგილობრივი ეკლესიები შეიძლება დაიყოს , ვინც დარჩება მართლმადიდებლობის ერთგული, და ვინც გახდება  სიმულაციური ეკლესიის ნაწილი.

ფანარიონის მიერ შექმნილი მეუ-ს აღიარების საკითხი შეიძლება გახდეს ადგილობრივი ეკლესიების განხეთქილების მიზეზი, 1054 წლის მოვლენების მსგავსად, როდესაც რომის ეკლესია გამოეყო აღმოსავლეთის ეკლესიას, თქვა უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი)  ზაპოროჟიეს ეპარქიის გაზეთ  «Летопись Православия»-სთან ინტერვიუში.

მეუ-ს შემდგომ აღიარებას ექნება შედეგები არამარტო უკრაინასა და უმე-სთვის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობის დონეზე, თვლის მეუფე ანტონი. 

"სამწუხაროდ, შეიძლება განმეორდეს 1054 წლის მოვლენები,- თქვა მან. -და ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან მართლმადიდებლობის ერთგული ეკლესიები,  და სტრუქტურები, რომლებიც დათანხმდებიან გახდნენ სიმულაციური მსოფლიო მართლმადიდებლობის ნაწილი".

უმე-ს საქმეთა მმართველის სიტყვებით, შექმნილი ნაყალბევი არა მართლმადიდებლური ეკლესიის საფუძველზე აშენდება, არამედ საერო პრინციპებზე.   

"საუბარია რაღაც ახალ სისტემაზე, სადაც ცენტრში იქნება არა ღმერთი, კანონები და ეკლესიური ერთობა, არამედ ამბიციები, დირექტივები და პაპის მმართველობის ფორმატი",- აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, სერბეთის ეკლესიის იერარქმა ისაუბრა,  როგორ გადაწყდეს განხეთქილების პრობლემა მართლმადიდებლობაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ