რფ-ში გაასაჯაროვეს დოკუმენტები უკრაინაში ავტ. ეკლესიის შექმნის თაობაზე

27 August 2021 21:12
44
ვიდუბიტსკის მონასტერი, რომელიც ამჟამად მეუ-ს დაქვემდებარებაშია. ფოტო: wikipedia.org ვიდუბიტსკის მონასტერი, რომელიც ამჟამად მეუ-ს დაქვემდებარებაშია. ფოტო: wikipedia.org

გამოქვეყნებულია დოკუმენტები, რომლებიც მოგვითხრობენ ფაშისტური გერმანიის როლზე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნაში.

რუსულმა სპეცსამსახურებმა  პროექტის „ხანდაზმულობის ვადის გარეშე“ ფარგლებში გაასაჯაროვეს დოკუმენტები, რომლებიც გვიყვებიან უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის დეტალებს, გვატყობინებს „რია-ნოვოსტი“.

ამ დოკუმენტების თანახმად, ფაშისტებმა, რომლებმაც დაიკავეს მაშინდელი საბჭოთა უკრაინის ტერიტორია დიდი სამამულო ომის წლებში, იხელმძღვანელეს რა საკუთარი ინტერესებით, მხარი დაუჭირეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნას, რომელიც მათ ყველანაირად ემსახურებოდა მათ.

საბჭოთა ჯარის დარტყმების შედეგად უკან დახევისას, ჰიტლერის ოკუპანტებმა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ხელმძღვანელობა მიატოვეს, როგორც არასაჭირო.

გასაჯაროებულ მასალებს შორისაა ეოფილე ბულდოვსკის (1865-1944) კგბ-ს ორგანოების მიერ 1943 წლის დეკემბერში დაკითხვის ოქმი.

ხარკოვის გერმანული ოკუპაციის პერიოდში ბულდოვსკი იყო ხარკოვისა და უკრაინის მთელი მარცხენა სანაპიროს მიტროპოლიტი,  უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ხარკოვის ეპარქიული სამმართველოს თავმჯდომარე.

დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ 1920 წელს ის ორჯერ იქნა დაპატიმრებული სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის განსაკუთრებული განყოფილებისა და ჩეკას მიერ დენიკინელებისთვის აქტიური დახმარების ბრალდებით, მაგრამ გაანთავისუფლეს დაუმტკიცებლობის გამო.

1924 წელს მან საბჭოთა ხელისუფლებისგან მიიღო „საეკლესიო-საეპისკოპოსო ავტოკეფალური ორიენტაციის ლეგალიზაცია“. 1937 წელს ის გადავიდა ლუგანსკში, ხოლო 1939 წლის შუა ხანებში მან იქ შეწყვიტა საეკლესიო საქმიანობა უკანასკნელი ტაძრის დახურვასთან დაკავშირებით და გადავიდა ხარკოვში, რამდენადაც „საერთოდ გადაწყვიტა სიმშვიდეში ყოფნა“.

თუმცა, როცა 1941 წლის ოქტომბერში გერმანელებმა მოახდინეს ხარკოვის ოკუპაცია, ბულდოვსკისთან მიდის პროტოპრესვიტერი ალექსანდრე კრიმოვაზი, რომელთანაც ის „მჭიდროდ იყო დაკავშირებული 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“ და აცნობა, რომ ხარკოვის საქალაქო გამგეობაში შეიქმნა რელიგიური განყოფილება, რომელიც „გერმანელების ნებართვით იღებს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის უსწრაფესი აღდგენის გეგმებს ხარკოვსა და ხარკოვის მხარის რაიონებში“.

ბულდოვსკიმ „გადაწყვიტა მთავარი მდგომარეობის დაკავება აღორძინებად ავტოკეფალურ ეკლესიაში“, რამდენადაც იყო რა უკრაინის უფროსი მიტროპოლიტი ქიროტონიის მიხედვით, მისი სიტყვებით, მას „შეეძლო პრეტენზიის გამოთქმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლის პოსტზე“.

აქტიურ საეკლესიო საქმიანობაზე დაბრუნების პირველივე დღიდან ბულდოვსკიმ ორიენტირება მოახდინა გერმანელ ოკუპანტებზე, რამდენადაც „გერმანელების სამხედრო წარმატებებმა საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე, განსაკუთრებით უკრაინაში, დამარწმუნა, რომ ომს გერმანია მოიგებს“.

„მეორეს მხრივ, გერმანიის ხელისუფლებამ ინება ავტოკეფალური საეკლესიო ორგანიზაციის აღდგენა. ამიტომაც, ვვარაუდობდი, რომ გერმანელების დახმარებით შევძლებდი მთავარი როლის მიღწევას ავტოკეფალურ ეკლესიაში“, - ამტკიცებდა მაშინ ბულდოვსკი.

1941 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში მას სახლში ეწვია გერმანელი გენერალი ბლუმი და ღვთისმეტყველების დოქტორი ვაგნერი. ბულდოვსკიმ მათ განუცხადა, რომ რამოდენიმე პრინციპს დაიცავდა, მათ შორის იყო „ლოიალური დამოკიდებულება გერმანული საოკუპაციო ხელისუფლების მიმართ, უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარება, მრევლზე მხოლოდ იმ მღვლდების დანიშვნა, რომლებიც ცნობენ ბულდოვსკის იურისდიქციას და ავტოკეფალიას, ღვთისმსახურების აღვლენა უკრაინულ და საეკლესიო-სლავურ ენებზე მოცემული მრევლის უმრავლესობის სურვილის მიხედვით“. ეს თეზისები მოეწონათ ჰიტლერელებს.

„ამდენად, 1941 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში ჩემს მიერ შემუშავებულ  და გერმანელების მიერ მოწონებულ იქნა ძირითადი პოლიტიკური ხაზი - ოკუპანტების მხარდაჭერაზე დაყრდნობით, ავტოკეფალიის უსწრაფესი აღდგენა, მასში უმთავრესი მდგომარეობის დაკავების მცდელობა და ეკლესიისა და სამღვდელოების შემდგომი ორიენტაცია გერმანული ხელისუფლების აქტიურ დახმარებაზე“, - დაამატა ბულდოვსკიმ.

ბულდოვსკი და მისი უახლესი გარემოცვა შეეცადა ნაცისტებთან კავშირების განმტკიცებას და პირველ რიგში, კონტაქტების დამყარებას მესამე რეიხის პოლიტიკურ პოლიციასთან, ხოლო გესტაპოსთან კავშირს პირადად ბულდოვსკი ამყარებდა.

„ეპარქიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო ქადაგებების შინაარსზე და მათ პოლიტიკურ ელფერზე თვალყურის დევნება. ეპარქიის ყველა ეკლესიაში ჩვენი მითითებებით იკითხებოდა პროფაშისტური ხასიათის ქადაგება, ხდებოდა გერმანული არმიის დიდება, რომელმაც თითქოს „სულზე მოუსწრო“ უკრაინას,  ყველა წირვის შემდეგ ხდებოდა ჰიტლერისა და მისი მთავრობის მოხსენიება, ყველანაირად ხდებოდა საბჭოთა ხელისუფლების გაშავება. ერთი სიტყვით, ავტოკეფალური ეკლესია, არსებითად იყო ჩამდგარი გერმანული პროპაგანდის სამსახურში“,- აღნიშნა ბულდოვსკიმ.

დაკითხვის დროს ბულდოვსკი ასევე ყვება, როგორ ემზადებოდა საერთო უკრაინული საეკლესიო ხელმძღვანელობის ხელში ჩასაგდებად. ამისთვის, მან, მისი სიტყვებით, კრიმოვაზოვთან ერთად შეიმუშავა დეკლარაცია უკრაინის რეიხკომისარის ერიხ კოხის სახელზე, რომელშიც არწმუნებდა მას თავის სურვილში „ემსახურა უკრაინელი ხალხის ინტერესებისთვის უკრაინასთან მიმართებაში გერმანიის ზრახვების შესაბამისად“.

დეკლარაციის ბოლოს, რომელიც არსებითად იყო დასმენა, ბუდლოვსკიმ მიუთითა, რომ „უკრაინის შოვინისტური წრეები, რომლებიც ანტიგერმანულად არიან განწყობილები, ხელს მიშლიან დავიკავო სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის პოსტი“ და სთხოვა კოხს „ჩარეულიყო ამ საქმეში“. სრულიად უკრაინის პოსტისთვის ბრძოლაში მას ასევე სურდა უცხოელი სასულიერო პირების მხარდაჭერის მოპოვებაც.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ბულდოვსკი აღმოჩნდა უსარგებლო ჰიტლერელებისთვის, რომლებიც ხარკოვიდან 1943 წლის აგვსიტოში გავიდნენ. „როგორც ჩანს, მეტად აღარ ვიყავი საჭირო გერმანელებისთვის და მათ არ მომცეს სატრანსპორტო საშუალებები და არც კი შემომთავაზეს ევაკუაცია“, - დაამატა მან დაკითხვაზე.

ამის შემდეგ ბულდოვსკი ცდილობს თავის ლოიალურად წარმოჩენას საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, რომელიც დაბრუნდა ხარკოვში: „საბჭოთა სინამდვილესთან შეგუებისას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად მიტროპოლიტ სერგეის არჩევის შემდეგ დაუყოვნებლივ გავაგზავნე მის სახელზე რაპორტი თხოვნით დავებრუნებინე მის იურისდიქციაში. ეს რაპორტი ნიშნავდა ჩემს უარს არა მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხელძღვანელის, არამედ საერთოდ, ავტოკეფალიის იდეის პრეტენზიაზეც“, -ამბობდა ბულდოვსკი.

„ვფიქრობდი, რომ ამის წყალობით შევძლებდი თუნდაც ხარკოვის ეპარქიის შენარჩუნებას და გადარჩენას... მოუთმენლად ველოდი პატრიარქის პასუხს, მაგრამ მისი მიღება ვერ მოვასწარი, რომ დამაპატიმრეს საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა გერმანული ოკუპაციის პერიოდში პროფაშისტური საქმიანობისთვის“, - დაამატა მან.

ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს ლუცკისა და ვოლინის „მიტროპოლიტი“ მიხეილ ზინკევიჩი ქადაგების დროს მრევლს უყვებოდა, რომ ვერ იგებს, თუ ვისზე გამარჯვებას ზეიმობენ ადამიანები 9 მაისს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ