ბართლომეს ვიზიტის მერე რელიგიური დაძაბულობა იმატებს, - ექსპერტი
ფანარის მეთაურის უკრაინაში გამგზავრება შემრიგებლური ვიზიტი ან კომპრომისთა ძიება არ ყოფილა, ამტკიცებს რუსლან ბორტნიკი.
კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის შემდეგ რელიგიურმა დაძაბულობამ უკრაინაში შეიძლება იმატოს. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში თქვა პოლიტიკურმა ექსპერტმა, „უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა.
„ეს იყო პოლიტიკური ვიზიტი, მაგრამ არა შემრიგებლური, კომპრომისების ძიების, მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზის. მთლიანობაში ის ინარჩუნებს ან ზრდის იმ რელიგიურ დაძაბულობას, რომელიც დღეს უკრაინაში არის“, - თქვა მან.
ექსპერტმა განმარტა, რომ ფანარის მეთაურის შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, რეგიონებში რადიკალური წრეების მიერ შეიძლება აღქმული იყოს „როგორც იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას“. ამან კი, რუსლან ბორტნიკის აზრით, „თავის მხრივ შეიძლება ბიძგი მისცეს ახალ დაპირისპირებებს, უკრაინის რეგიონებში ტაძრების მიტაცების ახალ მცდელობებს და რელიგიურ გაერთიანებებს შორის კონფლიქტებს“.
ბევრი ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე ელოდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და დისკრიმინაციის გამძაფრებას პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამოსვლისა და მისი ხელისუფლებასთან შეხვედრების შემდეგ. ვიზიტის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე არაერთხელ აფრთხილებდნენ თვით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში.