უმე-ს ყური უგდეს: „უკრაინის დალოცვა“სოფიას ტაძარში ბართლომეს გარეშე ჩატარდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევის სოფიას სახელობის ტაძარში ღონისძიების მონაწილეები იყვნენ უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად და რელიგიური კონფესიების მეთაურები.
2021 წლის 24 აგვისტოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მონაწილეობა მიიღო ტრადიციულ ღონისძიებაში „უკრაინის დალოცვა“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება კიევის სოფიას ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღეს.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ღონისძიებას არ ესწრებოდა, გვატყობინებს თავის ფეისბუქ-გვერდზე უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), რომელიც თან ახლდა წინამძღოლს ღონისძიებაზე.
„ეს იყო ჩვენი ეკლესიის პოზიცია და პირობა, რაზეც ვსაუბრობდი ადრე წინამორბედ კომენტარებში. კერძოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას წმინდა სოფიას ტაძარში ღონისძიებაზე, თუ მას პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ეს პოზიცია მივაწვდინეთ, როგორც სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოს, რომელიც გამოდიოდა ამ ღონისძიების ორგანიზატორად, ასევე სახელმწიფოსაც.
ჩვენ მადლობელი ვართ, რომ მათ ჩვენი გაიგეს. სტუმრები მოდიან და მიდიან და ჩვენ კი აქ გვიწევს ცხოვრება. გვინდა ცხოვრება მშვიდობასა და ურთიერთგაგებაში“, - ხაზი გაუსვა უმე-ს იერარქმა.
ადრე მიტროპოლიტმა ანტონიმ განმარტა ეკლესიის პოზიცია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციის მონაწილეობით ღონისძიებებთან დაკავშირებით.