უბკე-ს მეთაური ბართლომეს: ვგრძნობ, არა მხოლოდ მართლმადიდებლებთან მოხვედით

25 August 2021 23:45
5
სვიატოსლავ შევჩუკი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: news.ugcc.ua სვიატოსლავ შევჩუკი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: news.ugcc.ua

პატრიარქი ბართლომე შეხვდა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოს, რომელსაც ამჟამად უბკე-ს ლიდერი სვიატოსლავ შევჩუკი მეთაურობს.

ვგრძნობთ, რომ არა მხოლოდ მართლმადიდებლებთან მოხვედით, განაცხადა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკელსიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოსთან (სედროს) კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს შეხვედრაზე, რომელიც შედგა 23 აგვისტოს კიევის მეუ-ს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აკადემიაში. ამის შესახებ გვატყობინებს უბკე-ს პრეს-სამსახური.

შეხვედრა, რომელიც შევჩუკმა დაახასიათა, როგორც უნიკალური და ისტორიული, შედგა ფანარიონის მეთაურის ინიციატივით.

სედროს სახელით უბკე-ს მეთაურმა გამოხატა მადლიერება უკრაინის მეგობრისა და „კეთილი მწყემსის“ მიმართ, რომ ის გრძნობს „უკრაინელი ხალხის ყველა ტკივილს“.

„ჩვენი ვიზიტის დროს თქვენ ახსენეთ ჩვენი გმირები, მეომრები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებელ უკრაინას. თქვენ შეხვდით ყირიმელ თათრებს, დევნილებს ყირიმიდან, რათა გეგრძნოთ მათი ტკივილი. დღეს კი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოგიყვეთ უკრაინაში ფართო რელიგიური ცხოვრების შესახებ და ვგრძნობთ, რომ თქვენ მოხვედით არა მხოლოდ მართლმადიდებლებთან, არაედ ყველა უკრაინელთან, მათი ნაციონალური, ეთნიკური, კონფესიური კუთვნილების მიუხედავად. დღეს მთელი რელიგიური გარემოს სახელით მოგესალმებით კიევში“, - განაცხადა სვიატოსლავ შევჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ უმე-ს ათასობით მორწმუნეს, რომელთაც სურდათ ფანარიონის მეთაურისთვის კითხვების დასმა, მართლმადიდებელი პატრიარქი არ შეხვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ