ფანარიონი მზადაა მოისმინოს უმეს პრობლემები კანონიკური ტრადიციების ფარგლებში

23 August 2021 18:15
18
ფანარიონის მეთაური მეუ-ს ,,მღვდელმსახურებაზე ფანარიონის მეთაური მეუ-ს ,,მღვდელმსახურებაზე" კიევში. ფოტო: Фейсбук Константинопольского патриархата

ფანარიონის მეთაურმა "სუფთა გულით" მოუწოდა იერარქებსა და უმე-ს მორწმუნეებს გადახედონ თავის პოზიციას.

პატრიარქმა ბართლომემ მეუ-ს "ღვთისმსახურებაზე" წარმოთქვა გრძელი  სიტყვა, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, მოუწოდა იერარქებს, მღდვლებს  და უმე-ს მორწმუნეებს ""ხელი შეუწყონ მშვიდობიან თანაარსებობას, და განაცხადა, რომ მზადაა "მოისმინოს პრობლემების შესახებ და გაფანტოს ეჭვები", მაგრამ კანონიკური ტრადიციების ფარგლებში. ღონისძიების ტრანსლაციას აწარმოებდა «UA-перший».

დერგეი დუმენკოსთან მიმართვისას, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა: "თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული  ეკლესიის სტრუქტურა არის მოცემულობა, და ნებისმიერი უნდობლობა ფუჭი და უსარგებლოა". ამ ფრაზის შემდეგ ფანარიონის მეთაურმა სიტყვით მიმართა უმე-ს.

"გეპატიჟებით ამ წმინდა დროს და მოგიწოდებთ სუფთა გულით  ძმებს ქრისტეში, ამ ქვეყნის იერარქებს, მათ სამღვდელოებას და მორწმუნეებს, რომლებიც ეკლესიურად ჩვენთან არ ურთიერთობენ, გადახედონ თავიანთ პოზიციას, და ხელი შეუწყონ  ადამიანებისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთგაგებას, გაუზიარონ ერთმანეთს თვითმყოფადობის სიყვარული, შერიგებისა და შემწყნარებლობისათვის, ტოლერანტობისათვის, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება,-განაცხადა ფანარიონის მეთაურმა. - ჩვენ, როგორც დედა-ეკლესია, მზად ვართ მოვისმინოთ პრობლემები, გავფანტოთ ეჭვები, განვკურნოთ შფოთვა,  მოვაშუშოთ ყველა ჩვენი შვილის ჭრილობები  ღმერთის წყალობით, ყოველთვის, მაგრამ კურთხეული ეკლესიური ტრადიციით. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს წყალობა, როგორც ყოველთვის, გულუხვად მოგვენიჭენა ჩვენ ყველას და ჩვენ გავიხარებთ თვალსაჩინო ნაყოფით სულიწმინდისა".

შეგახსენებთ, რომ უმე-ს მორწმუნეებმა დაუნიშნეს პატრიარქ ბართლომეს შეხვედრა უმაღლეს რადასთან 21 აგვისტოს, რაზედაც ოფიციალურად შეატყობინეს მას წერილში. რამდენიმესაათიანი ლოცვითი დგომის განმავლობაში სამრევლო და ეკლესიის სამღვდელოება ელოდებოდა ფანარიონის მეთაურს პარლამენტთან, რათა ეთქვათ მისთვის, რა გამოიწვია მისმა ქმედებებმა უკრაინაში. მიუხედავად ამისა, პატრიარქმა ბართლომემ არჩია მოხვედრილიყო რადაში ავტომობილების კორტეჟით შიდა ეზოდან, და ასევე დატოვა მან პარლამენტი უმაღლესი რადას სპიკერთან, დიმიტრი რაზუმოვსკისთან შეხვედრის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ