ფანარიონის მეთაურის წირვა სტავროპიგიაში პრაქტიკულად უმრევლოდ ჩატარდა
კიევის წმ. ანდრიას სახელობის ტაძარში პატრიარქ ბართლომეს წირვაზე მეუ-ს „იერარქების“, სახელმწიფო დაცვის წევრების, ჟურნალისტებისა და სტუმრების გარდა თითქმის არ იყო მრევლი.
2021 წლის 21 აგვსიტოს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ საღამოს წირვა აღასრულა კიევის წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარში პრაქტიკულად მრევლის მონაწილეობის გარეშე.
ვიდეო ფანარინის მეთაურის საღამოს ღვთისმსახურებით გამოქვეყნდა „უკრაინაში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგიის“ ფეისბუქ-გვერდზე.
პატრიარქ ბართლომეს გარდა ტაძარში იყვნენ მეუ-ს „იერარქებიც“, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, ჟურნალისტები და სტუმრები. ტაძარში პრაქტიკულად არ იყვნენ ახალშექმნილი რელიგიური სტრუქტური უბრალო მორწმუნეები.
ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფანარიონის მეთაურის ღვთსიმსახურების ვიდეოს ქვეშ დაწერა: „რამდენი მორწმუნეა. ჩანს-არ ჩანს. აღარ ჩანს“.
ადრე მჟკ წერდა, რომ რაზუმკოვთან შეხვედრის შემდეგ ფანარიონის მეთაური უმაღლესი რადადან შიდა კარიდან გაიყვანეს.