ყველა „ახალი“ ეკლესია ჩვენი სხეულისგანაა შექმნილი - ფანარიონის მეთაური
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ კიევში თავს გრძნობს, როგორც სახლში.
2021 წლის 21 აგვისტოს ფანარიონის მეთაურმა, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ყველა ე.წ. „ახალი“ ეკლესია შეიქმნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „სხეულისგან“.
მიხაილოვის ზლატოვერხის მონასტერში „დოქსოლოგიის“ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ „უკრაინის ეკლესია“, არამედ რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესია და „საერთოდ ყველა ე.წ. „ახალი“ ეკლესია შეიქმნა ჩვენი სხეულისგან“.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევში თავს გრძნობს, როგორც სახლში არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე პირველად არაა აქ, არამედ იმიტომაც, რომ კიევის მიტროპოლია, მიუხედავად იმისა, რომ „გაშმაგებით გაჰყვირის საპირისპიროს“, იყო „განიყოფელი კანონიკური ტერიტორია და მიტროპოლია ჩვენი უწმინდესი კონსტანტინოპოლის ტახტის მეთაურობის ქვეშ“.
ადრე მჟკ წერდა, რომ დუმენკოს სიტყვებით, ეკლესიები, რომლებიც მეუ-ს არ აღიარებენ, არ ცნობენ საკუთარ ავტოკეფალიასაც.