მიტროპოლიტმა როსტისლავმა მიტ.ონუფრის აღსაყდრების წლისთავი მოულოცა
მიტროპოლიტი როსტისლავი უნეტარეს ონუფრის განსვენებული მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანი) შრომების მემკვიდრედ თვლის.
2021 წლის 17 აგვისტოს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესმა მიტროპოლიტმა როსტისლავმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის მოულოცა აღსაყდრების 7 წლისთავი, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
თავის მოსალოც მისამართზე მიტროპოლიტმა როსტისლავმა აღნიშნა, რომ უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი "განსვენებული ნეტარი წინამორბედის- მიტროპოლიტ ვლადიმირის (საბოდანი) მემკვიდრე " გახდა.
ჩდსმე-ს მეთაურის აზრით, მიტროპოლიტი ონუფრი, მისთვის დამახასიათებელი მონაზვნური თავმდაბლობით, ღრმა სამწყსო სიბრძნით და უდავო ავტორიტეტით მიტროპოლიტ ვლადიმირის წმინდა შრომებს აგრძელებს "ეკლესიური საქმეების კეთილი ნაყოფის გამრავლებით".
"ამ სასიხარულო დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ლოცვით გისურვებთ თქვენი წმინდანების უშრეტ ღვთიურ წყალობას კურთხეულ წინამძღვრულ ღვაწლში ლოცვითა და შეწევნით კიევ-პეჩერის ყველა ღირსი მამის შუამდგომლობით!"-დაწერა მიტროპოლიტმა როსტისლავმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა კირილმა და პოლონეთის ეკლესიის წინამძღვარმა მოულოცეს უნეტარეს ონუფრის აღსაყდრების წლისთავი.