ბართლომეს არცერთხელ არ დაუგმია ძალადობა უმე-თან მიმართებაში- ეპის. ვიქტორი
პატრიარქ ბართლომეს შეეძლო თავისი სულიერი შვილების მოწოდება მეუ-დან შეეწყვიტათ აგრესია უმე-თან მიმართებაში, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
ფანარიონის მეთაურს პატრიარქ ბართლომეს არცერთხელ არ დაუგმია საჯაროდ ძალადობის აქტები, ცილისწამება და ბოროტება, რომელიც მიმართული იყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მეუ-დან მისი სულიერი შვილების მხრიდან, განაცხადა ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) გამოცემა news-politics.com -თან ინტერვიუში.
უმე-ს მორწმუნეები ასე უბრალოდ არ გამოდიან უკრაინაში ფანარიონის მეთაურის წინააღმდეგ, რადგანაც ეს ვიზიტი მილიონობით მართლმადიდებელ უკრაინელს ტანჯვას მოუტანს, აღნიშნა მეუფე ვიქტორმა.
„უკვე არაერთხელ გამოითქვა შიში, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტის შემდეგ მოხდება პოლიტიკური ვექტორის ცვლილება იმ კურსით, რომელსაც მისდევდა ქვეყნის ხელისუფლება 2019 წლამდე, - განაცხადა უმე-ს იერარქმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტაძრების მიტაცების რაოდენობა შეიძლება არსებითად გაიზარდოს, ეს კი ნიშნავს, რომ გაიზრდება უმე-თან მიმართებაში ძალადობის დონეც“.
ეპისკოპოს ვიქტორის სიტყვებით, პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი აღქმული იქნება ნაციონალისტური რადიკალური ძალების მიერ, როგორც მოწოდება მოქმედებებისკენ და ფანარიონის მეთაური არ შეიძლება ამას არ აცნობიერებდეს.
„თუ ის საუბრობს ყველა უკრაინელის მიმართ სიყვარულზე, მან თავი უნდა შეიკავოს დაგეგმილ ვიზიტზე“, - ხაზი გაუსვა მეუფემ.
მეორეს მხრივ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურს შეეძლო საჯაროდ დაეგმო ძალადობის აქტები უმე-თან მიმართებაში, მოეწოდებიან თავისი სულიერი შვილებისთვის მეუ-დან შეეწყვიტათ ტაძრების მიტაცების, უმე-ს მორწმუნეების ცემის მყარი პრაქტიკა. მას შეეძლო შეეჩერებინა ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხყოფების, ცილისწამებისა და ბოროტების მიზნობრივი ნაკადი. თუმცა, მან ეს ერთხელაც არ გააკეთა“.
ამიტომაც, ხაზი გაუსვა უმე-ს იერარქმა, ფანარიონის მეთაურის ვიზიტი არ შეიძლება მოწონებული იყოს ჩვენი ეკლესიის მილიონობით მორწმუნეს მხრიდან.
„ამის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაური, ყურადღებით შეისწავლის რა რეალურ და არა ვირტუალურ სიტუაციას უკრაინაში, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, რათა არ გაამწვავოს არსებული პრობლემები ჩვენი ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში“, - შეაჯამა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
როგორც მჟკ გვატყობინებდა, ექსპერტის აზრით, ფანარიონის მეთაურის ვიზიტი არის უმე-ს კანონიკურ ტერიტორიაში შეჭრა.