უმე-ს კომენტარი პრეზიდენტის სიტყვებზე ლიტანიობაზე წყლის ნაკლებობის შესახებ
ლიტანიობაზე მორწმუნეებს ორი ცისტერნა და 49 000 ბოთლი წყალი შესთავაზეს.
უმე-ს დიდი ლიტანიობის ორგანიზატორებმა კომენტარი გააკეთეს ვლადიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ ლიტანიობის მონაწილეებს საერთოდ არ ჰქონდათ წყალი. ქალაქ კიევის ეპარქიის მდივანმა, დეკანოზმა ვიქტორ ივაშჩუკმა მჟკ-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს.
„ გაკვირვებული დავრჩი, როცა ასეთი რამ პრეზიდენტისგან მოვისმინე, - განაცხადა სასულიერო პირმა. - ყველა, ვინც 27 და 28 ივლისს მონაწილეობას იღებდა უმე-ს დღესასწაულზე კიევის - რუსეთის ნათლობის დღესთან დაკავშირებით, პირადად დარწმუნდებოდნენ, რომ წყლის არანაირი ნაკლებობა არ ყოფილა. მთელს ლავრაში დაყენებული იყო პალეტები ბოთლებით. მათი რაოდენობა 44000 შეადგენდა. ისინი, ვინც 27 ივლის ვლადიმირის გორაკისკენ გაემართა მონასტრიდან, წყლით იყვნენ მომარაგებულნი. თავად მთაზე კი ადამიანებს 5000 ბოთლი წყალი დაურიგეს. გარდა ამისა, ვლადიმირის მთაზე და ლიტანიობის გზაზე ორი ავტოცისტერნა იდგა წყლით, რომელიც კიევის ხელისუფლებამ გადმოგვცა. ამიტომაც წყალი ყველასთვის სამყოფი იყო, ეს ცხადზე ცხადია“.
შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დიდი ლიტანიობის მონაწილეებს „სასმელი წყალიც კი არ ჰქონდათ“.