უმე-ში კომენტარი გაუკეთეს ზელენსკის სიტყვებს ლიტანიობის თაობაზე

31 July 2021 12:15
37
დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: apostrophe.ua დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: apostrophe.ua

დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ იღებს თავისი მრჩევლებისგან ობიექტურ ინფორმაციას და მან პირდაპირ შესთავაზა კომუნიკაცია.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა კომენტარი გააკეთა  მჟკ-თვის უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის სიტყვებზე ლიტანიობის ცუდად ორგანიზების თაობაზე, რომელიც კიევში 2021 წლის 27 ივლისს ჩატარდა და მომლოცველებზე, რომლებმაც ღამე ქუჩაში გაატარეს.

მღვდელმსახურის სიტყვებით, პრეზიდენტის დამხმარეები და მრჩევლები არ აძლევენ მას სწორ და ადექვატურ ინფორმაციას და ეს პირველად არ ხდება.

„პირველ რიგში, ყველა მომლოცველს, რომელიც კიევში ჩავიდა,  იღებდა დედაქალაქის მრევლი: კვებავდა და ღამის გასათევს აძლევდა. მეორეც, იყო მომლოცველების ნაწილი, რომელიც უცებ გაბრუნდა უკან. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ლავრაში არავის გაუთევია ქუჩაში ღამე, ავტობუსებს ადამიანები ტაძრებში გადაჰყავდათ“, - განმარტა მამა ნიკოლოზმა.

მან გამოთქვა სურვილი, რომ ვლადიმირ ზელენსკის მრჩევლები, რომლებიც რელიგიური თემით არიან დაკავებულნი, მას ინფორმაციას აწვდიდნენ დროულად და ადექვატურად. თუ პრეზიდენტს ასეთი დამხმარეები არ ჰყავს, ეკლესია მზადაა მას თავისი მომსახურება შესთავაზოს.

„კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტის პირდაპირ ინფორმირება. მოგვცეს კონტაქტები და ჩვენ ინფორმაციას გავუგზავნით. რადგანაც ეს აბსოლუტური სიცრუეა და როცა ამას სახელმწიფოს მეთაური ამბობს, ეს უბრალოდ სამწუხაროა“, - შეაჯამა უმე-ს სპიკერმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ ფორუმზე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უმე-ს დიდი ლიტანიობა ცუდად იყო ორგანიზებული, ხოლო მასში მონაწილეობა 55 000 მორწმუნემ მიიღო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ