არქიტექტორმა უპასუხა კრიტიკოსებს, რომლებიც პოჩაევოს ლავრის ტაძარში „რუსულ კვალს“ ეძებენ

13 August 17:41
2592
პოჩაევის ლავრის ფერისცვალების ტაძარი. ფოტო: Facebook В. Новгородова პოჩაევის ლავრის ფერისცვალების ტაძარი. ფოტო: Facebook В. Новгородова

ნოვგოროდოვი აღნიშნავს, რომ უკრაინული არქიტექტურა უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ზოგიერთებს  წარმოუდგენია.

ხარკოველი არქიტექტორი ვლადიმერ ნოვგოროდოვი ყვებოდა, რომ 2009 წელს მან დააპროექტა და გუნდთან ერთად შექმნა პოჩაევოს ლავრის ფერიცვალების ეკლესია. თავის Facebook-გვერდზე ის პასუხობდა კრიტიკოსთა  შეკითხვებს, რომლებიც ტაძრის ანსამბლში „რუსულ გამოვლინებებს“ ეძებენ, ის წერდა, რომ ამ მცდელობებს აღიქვამს როგორც „საკუთარი მშობლიური საგანძურის არცოდნას“.

„ბოლო დროს გაჩნდა რამდენიმე კრიტიკული პუბლიკაცია უფლის ფერიცვალების ტაძრის მისამართით, რომელიც პოჩაევოს ლავრაში აშენდა. არ ვიცი, საინტერესოა თუ არა წარსული და მომავალი კრიტიკოსებისთვის თვით ტაძრის ავტორის აზრი, მაგრამ არ შემიძლია, რომ ის არ გამოვთქვა, რადგან ვხედავ, რომ უკვე შეგროვდა „რუსული მონსტრების“ არქიტექტურის ბევრი სპეციალისტი“, - აღნიშნა ვლადიმერ ნოვგოროდოვმა.

არქიტექტორმა განაცხადა, რომ 2009 წელს პოჩაევოს ლავრის მიერ, უკრაინის არქიტექტორთა ნაციონალურ კავშირთან ერთად, გამოცხადდა სრულიად უკრაინული ღია კონკურსი უფლის ფერიცვალების ახალი ტაძრის პროექტზე.

„ახალ  ტაძარზე  მოთხოვნა ძალზე დიდი იყო, იმიტომ რომ ლავრაში მაშინ მომლოცველთა და ტურისტთა დიდი ნაკადი მოედინებოდა, რომლის რაოდენობა  დღეში 7 ათას ადამიანს აღწევდა,  მიძინებისა და სამების ძველი ტაძრები ვეღარ იტევდა ყველა მსურველს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ის წერდა, რომ კონკურსზე წარდგენილი იყო 34 არქიტექტურული პროექტი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ უკრაინის წამყვანი არქიტექტორები და პოჩაევოს ლავრის ნაცვალი. სულ 12 ადამიანი.

ორდღიანი განხილვის შემდეგ ჟიურიმ გამარჯვებულად ცნო პროექტი, რომლის ავტორი იყო ის თანაავტორთა ჯგუფთან ერთად - ხარკოველი არქიტექტორები  უკრაინის ქალაქმშენპროექტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საპროექტო-სარესტავრაციო განყოფილებიდან. ამ ჯგუფის წევრთა ზურგს უკან იყო უკრაინის ცნობილი ტაძრების რესტავრაციის პროექტები, დაწყებული XVII  და დამთავრებული XX საუკუნით, აგრეთვე რამდენიმე ახალი ტაძარი.

არქიტექტორი ყვებოდა, რომ ძირითადი იდეები პროექტისთვის მან უკრაინის საეკლესიო არქიტექტურაში მოიძია, მაგალითად, ჩერნიგოვის XVII ს. სამების ტაძარი, ღვთისმშობლის შობის ტაძარი კოზელცში და სხვა.

„როგორც სხვა უკრაინული ტრადიციის გამოძახილი, 4 დამატებითი გუმბათი განთავსებული იყო სინათლის მხარეებზე, ტაძრის ჯვრის ნაწილის განშტოებების თავზე. ამიტომ ეს არის არა რაღაც შეგნებული მოსკოვური გამოვლენა, არამედ ადამიანის ღმერთად და ღმერთის ადამიანად ფერიცვალების ნათელი, სასწაულებრივი, საზეიმო მოვლენის არქიტექტურული საშუალებებით მხატვრული გამოსახვა სუფთა ევროპული მანერით. აი, რა არის აქ მთავარი“, - განმარტა მან.

ნოვგოროდოვის მტკიცებით, უკრაინის არქიტექტურა უფრო მრავალფეროვანია და მას აქვს უფრო ღრმა ტიპოლოგიური და სტილისტური ფესვები, ვიდრე ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ.

„ამ შემთხვევაში რუსული კვალის ძებნის მცდელობებს მივაწერ საკუთარი მშობლიური საგანძურის არცოდნას, - ხაზი გაუსვა მან. - ამიტომ სანამ  ყოველ მხარეს იარლიყებს მიაწებებდეთ, უნდა შეისწავლოთ არქიტექტურული პროცესების არსი და მათი სერიუზული ანალიზი ჩაატაროთ. ამასთან ერთად, მეტი ნდობა უნდა გამოიჩინოთ იმ სპეციალისტთა მიმართ, ვინც თავის დროზე კონკურსზე წარდგენილ 34 პროექტიდან სწორედ ამ ტაძრის პროექტი აირჩია“.

არქიტექტორის სრულ პასუხს ფერიცვალების ეკლესიის კრიტიკოსთა მიმართ შეგიძლიათ გაეცნოთ მის ფეისბუქ-გვერდზე.

როგორც მჟკ წერდა, პოჩაევოს ლავრაში უარყვეს მასმედიის ფეიკები მიძინების ტაძარში დარღვევების შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ