ზოგიერთი ეკლესიის შიგნით არის წინააღმდეგობა უკრაინის გამო,-პატრიარქი კირილე
პატრიარქმა კირილმა განაცხადა,რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობა ამჟამად დგას სერიოზული საშიშროების წინაშე უკრაინელი სქიზმატიკოსების ლეგალიზაციის გამო.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ადგილობრივი მართლმადიდებელ ეკლესიებში არის დაყოფა უკრაინის გამო.
თავის მიმართვაში მართლმადიდებლობის ყოველწლიური XXVIII გენერალური ასსამბლეის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისადმი, რომლებიც იკრიბებიან კრეტაზე, პატრიარქმა კირილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობა "ამჟამად სერიოზული საშიშროების წინაშე იმყოფება".
"ჩვენგან დღეს მოითხოვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას, რათა მოიძებნოს ახალი მიდგომები არსებული წინააღმდეგობების დასაძლევად. კერძოდ, აუცილებელია განვამტკიცოთ სოლიდარობა ახლო აღმოსავლეთში ტანჯული ძმების მხარდასაჭერად, ჩრდილოეთ აფრიკაში, კოსოვოსა და მეტოხიაში, უკრაინაში, ასევე ყველგან, სადაც ქრისტიანებს დევნიან და სადაც მართლმადიდებელი ეკლესია იბრძვის თავისი ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად",- დაწერა რმე-ს წინამძღვარმა.
მისი სიტყვებით, "ჩვენ თქვენთან ერთად ვართ იმის მოწმე, რომ დღეს მსოფლიო მართლმადიდებელი ოჯახის ერთობას როგორი ზიანი ადგება გაყოფის გამო, რომელიც გამოწვეულია ანტიკანონიკური ქმედებებით, მიმართული განხეთქილების ლეგალიზაციისკენ უკრაინაში".
"დღემდე მიმდინარეობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაცია, მის ტაძრებს უწინდებურად იტაცებენ, ცდილობენ შეზღუდონ მისი უფლებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, მისი საკუთარი სახელის იძულებითი შეცვლის სწრაფვის ჩათვლით",-გაიხსენა პატრიარქმა.
მან აღნიშნა, რომ "დაქსაქსულობა მართლმადიდებლებს შორის საეკლესიო მოვლენების გამო უკრაინაში სამწუხაროდ, გამოსულია მისი საზღვრებიდან, გავრცელებულია ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის შიგნით".
რუსული ეკლესიის წინამძღვრის აზრით, ამ კრიზისიდან გამოსავლა შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წეს-ჩვევის დაბრუნების საფუძველზე ღია დიალოგის თანხლებით.
ადრე მჟკ წერდა, რომ ელადის კიფირის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, ტომოსი მეუ-სთვის არის მრავალი ბოროტების წყარო და ღია ჭრილობა.