ვინიცაში ტაძართან მოხსნეს სათაყვანებელი ჯვარი დროშის აღმართვის გამო

22 July 2021 01:33
35
სათაყვანებელი ჯვრი, რომელიც მოხსნეს დროშის აღმართვის გამო. ფოტო: facebook Свято-Николаевского храма Винницы. სათაყვანებელი ჯვრი, რომელიც მოხსნეს დროშის აღმართვის გამო. ფოტო: facebook Свято-Николаевского храма Винницы.

ეკლესიის მრევლი თხოვს ყველა არაგულგრილ ადამიანს, რომ  არ დაუშვან  სათაყვანებელი  ჯვრის წაბილწვა და თვალი ადევნონ მენარდის მიერ დაპირებულის შესრულებას.

ვინიცაში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინ მოხსნეს სათაყვანებელი  ჯვარი ქალაქში „ყველაზე დიდი“ დროშის აღმართვის გამო, იუწყებოდნენ Facebook-ში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წარმომადგენლები.

 „ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორაკის  გარშემო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, სადაც დგას დიდი სათაყვანებელი ჯვარი (ზამკოვოს მთა) გაუგებარი და საგანგაშო მოვლენები  ხდება. ჯერ გორაკის  მთელი ტერიტორია შემოღობეს და ამით დახურეს ჯვართან მისასვლელი. დღეს კი ჯვარი საერთოდ მოხსნეს! წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვართან პირადი ურთიერთობისას მენარდემ ეს ყველაფერი ახსნა იმით, რომ დაგეგმილია ვინიცაში ყველაზე დიდი დროშის აღმართვა და ამიტომ ჯვარი გადატანილი იქნება 4 მეტრით გორაკის შიგნით, ხოლო მის წინ დაიდგმება პოსტამენტი დროშით. ამასთან ერთად მამა რომანს დაპირდნენ - ამ კვირა დღის ბოლოს აღდგენილი ჯვარი  გორაკზე დაიდგმება!“ - დაწერეს გაერთიანების წარმომადგენლებმა.

 „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არც შემოღობვამდე, არც ჯვრის მოხსნამდე წმინდა ნიკოლოზის სახელობის რელიგიური  გაერთიანება, რომლის ინიციატივით და სახსრებით იყო დადგმული ეს ჯვარი, არავის საქმის ყურში არ ჩაუყენებია, ვთხოვთ ყველა არაგულგრილ ადამიანს, რომ თვალი ადევნონ ამ სიტყვების შესრულებას და ჩვენი ცხონების სიმბოლოს შესაძლო წაბილწვის საშუალება არ მისცენ, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რა მოსდით მათ, ვინც ხელს აღმართავს სიწმინდეზე“, - დაამატეს ტაძრის მრევლის წევრებმა.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ბარსანოფმა აკურთხა ახალი ტაძრის გუმბათების ჯვრები სოფელ შევჩენკოში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ