რაც უფრო მაღლდება ფანარიონი, მით უფრო ღრმავდება განხეთქილება,-რმე-ს იერარქი
მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ განხეთქილება უფრო გაღრმავდება იმდენად, რამდენადაც პატრიარქი ბართლომე თავს უფრო იზოლირებულად იგრძნობს.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების (მსსუგ) ხელმძღვანელმა, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემაში "ეკლესია და მსოფლიო" თქვა, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილება გაღრმავდება იმის შესაბამისად, რამდენადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე იქნება სულ უფრო ამაღლებული იმ განსაკუთრებული პრივილეგიებითა და უფლებებით, რომლებიც მან თვითონ მიაკუთვნა საკუთარ თავს.
მან აღნიშნა, რომ ფანარიონის მეთაური ბოლო დროს იმ სულისკვეთებით საუბრობს, რომ ის ფლობს რაღაც განსაკუთრებულ პრეროგატივას, რაზეც ჩვენ ადრე არ ვიცოდით, რომ ეს პრეროგატივები მას გადმოეცა მოციქულებისგან, და ამის გამო დიალოგში შესვლას არ ვაპირებ. " შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილება გაღრმავდება იმისდა შესაბამისად, რამდენადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი იგრძნობს თავის თავს სულ უფრო იზოლირებულად, სულ უფრო და უფრო ამაღლებულად იმ განსაკუთრებულ უფლებებსა და პრივილეგიებში, რაც თვითონ მიიკუთვნა",-თქვა მსსუგ-ს ხელმძღვანელმა.
მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ მსგავსმა მოსაზრებებმა სამწუხარო მოვლენებამდე უკვე მიიყვანა უკრაინა, როდესაც ცალმხრივად, ადგილობრივი ეკლესიების ნების გარეშე, მათთან შეუთანხმებლად, პატრიარქმა ბართლომემ ჩაიდინა ანტიკანონიკური ქმედება, რამაც განხეთქილების პროვოცირება მოახდინა მართლმადიდებლურ სამყაროში.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რმე-ში არ გამორიცხეს საეკლესიო განხეთქილება ბელორუსში "უკრაინული სცენარით".