ინდოეთმა ქეთევან დედოფლის ნეშტი საქართველოს ეკლესიას გადასცა

11 July 2021 02:00
35
წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილების დახვედრა საქართველოში. ფოტო: mfa.gov.ge წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილების დახვედრა საქართველოში. ფოტო: mfa.gov.ge

ბოლო წლებში ბევრი მცდელობა იყო წმინდა მოწამე ქეთევანის ნეშთის საქართველოში ჩამობრძანებისა, მაგრამ ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიან ჟაიშანკარმა წმინდა ქეთევან წამებულის ნეშთი საქართველოში ჩამოაბრძანა, რომელიც გადაეცა მართმადიდებელ ეკლესიას, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აეროპორტში დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი).

«ეს ისტორიულად ძალზედ მნიშვნელოვანი დღეა. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ინდოეთის მთავრობის მიმართ…ინდოეთის პრემიერ მინისტრმა კეთილი ნების, ორმხრივი მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევანის წმინდა ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საქართველოს მუდმივ მფლობელობაში ”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ეპისკოპოსი შიოს (მუჯირი) აზრით, საქართველოსთვის წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ნეშთის ჩამობრძანება – მნიშვნელოვანი მოვლენა არის, რომელიც  რწმენის აღორძინების წინაპირობა გახდება.

«წმინდა ქეთევან დედოფალი – მაგალითია ქრისტიანობის, თავგანწირვის, პატრიოტიზმისა. ამრიგად, მისი ჩამობრძანება შესანიშნავი ნიშანია ჩვენთვის, რომ ეს არის გზა ჩვენი ერის გადარჩენისკენ. მან შესანიშნავი მაგალითი მოგვცა საკუთარი თავის გაწირვისა ქვეყნისა და რწმენისათვის. », – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ.

10 ივლისს აღევლინა წმინდა ნაწილების კურთხევისა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიისათვის მათი გადაცემის სადღესასწაულო ლოცვა.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, კახეთის დედოფალი ტყვედ აიყვანა სპარსელმა შაჰ აბასმა. მან ტყვეობაში 10 წელი გაატარა, მას რწმენის შცვლას აიძულებდნენ, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. წმინდა ქეთევანი ცოცხლად დაწვეს.

პორტუგალიერლმა ბერებმა, რომლებიჩ თვითმხილველნი იყვნენ დედოფლის წამებისა, ფარულად მოიპარეს მისი ნეშთი. თავი და მაჯვენა ხელი გაუგზავნეს ქეთევან დედოფლის ვაჟს თეიმურაზს, რომლებიც ინახებოდა ალავერდში 1723 წლამდე, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა.

წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ნეშთის დანარჩენი ნაწილები წააბრძანეს ვატიკანში, ბელგიაში, ასევე ინდოეთში, გოაში მდებარე წმინდა ავგუსტინის სახელობის მონასტერში. XIX საუკუნის დასაწყისში გოაში მონასტერი განადგურდა.

2017 წელს ერთხელ უკვე ჩამოაბრძანეს საქართველოში ქეთევან დედოფლის ნეშთის ნაწილები – მაშინ ქრისტიანულ სიწმინდე ნახევარი წლის მანძილზე გამობრძნებული იყო სამების საკათედრო ტაძარში. სიწმინდე ამ დრომდე ინახებოდა გოას მუზეუმში.

როგორც ადრე იუწყა მჟკ-მ, თბილისში ლგბტ მარში ჩაშალეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ