მართ. სამყარო უნდა შეეწინააღმდეგოს ფანარიონის სურვილს იბატონოს, უმე იერარქი
მართლმადიდებელი ეკლესია უნდა შეეწინააღმდეგოს კონსტანტინოპოლის კათედრის აგრესიულ საქციელს მისი წარმოსახვითი პრივილეგიების დაცვისას, აღნიშნა ეპისკოპოსმა სილვესტერმა.
თავისი არარსებული პრივილეგიების დაცვისა და განვითარებისათვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ხდება უფრო აგრესიული, ამიტომ მართლმადიდებელი სამყარო უნდა შეეწინააღმდეგოს ფანარიონის არამარტო პირველობის , არამედ ბატონობის სურვილს, თქვა კიევის სასულიერო აკადემიის რექტორმა, ბელგოროდსკის ეპისკოპოსმა სილვესტერმა (სტოიჩევმა) სატელევიზიო არხ «Перший Незалежний»-ის ეთერში.
"ახლა, 21 საუკუნეში, სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის კათედრა სულ უფრო მეტად აგრესიული ხდება თავისი უფლებამოსილებისა და პრივილეგიების დაცვისა და განვითარების საკითხში,- აღნიშნა იერარქმა. -და რათქმა უნდა, მართლმადიდებლური სამყაროს ძირითადმა ნაწილმა უნდა მიიღოს ქმედითი მონაწილეობა იმისათვის, რომ, პირველ რიგში გაიაზროს ეს ყველაფერი; მეორე, მე არ შემეშინდება ამ სიტყვების, შეეწინააღმდეგოს კონსტანტინოპოლის კათედრის ამგვარი სახის სურვილს, არამარტო პირველობის, არამედ მეთაურობის".
ეს წინააღმდეგობა, მეუფე სილვესტერის მოსაზრებით, ნაწილობრივ უნდა შედგებოდეს იმისგან, რომ მიიტანონ ადამიანებამდე სიმართლე ფანარიონის ქმედებების უკანონობაზე.
"ჩვენ გვესმის, რომ მოქმედებს პროპაგანდა, რომელიც თავს გვახვევს გარკვეული ტიპის სტერეოტიპებს, მითებს,- თქვა კიევისა სასულიერო აკადემიის რექტორმა. - და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის უკრაინაში, იწყებს ამ მითების დაჯერებას.
ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა- სამეცნიერო და საგანმანათლებლო ერთდროულად- რომ ყოველ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ ხარისხში ჩართულია საეკლესიო პროცესებში, [...] მიეცეს ახსნის საშუალება, რომ კონსტანტინოპოლის კათედრას არა აქვს ის უფლებები და არა აქვს ის პრივილეგიები [რომელზეც ის აცხადებს - რედ.]. შესაბამისად, ის უკანონოდ აწარმოებდა იმ ქმედებებს, ატარებდა იმ პოლიტიკას, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში რეალიზებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე".
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს სინოდმა მიიღო ფანარიონის ქმედებების საღვთისმეტყველო-კანონიკური შეფასებებისათვის საერთო მართლმადიდებლური ღონისძიებების ჩატარების გადაწყვეტილება.