არ მიკვირს,რომ მეუ მემარჯვენე რადიკალების დროშების ქვეშ მსახურობს,-ექსპერტი
მ.პოგრებენსკი თვლის, რომ მეუ პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, ხოლო ჭეშმარიტი მორწმუნეები, ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან კანონიკური ეკლესიის წიაღში.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მეუ ატარებს თავის "ღვთისმსახურებას" მარჯვენა რადიკალური პარტიების დროშების ქვეშ. ასე, უკრაინელი პოლიტოლოგმა, კიევის პოლიტიკური კვლევისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა მიხაილ პოგრებენსკიმ კომენტარი გაუკეთა უკრაინა 112-სთვის მეუ-ს ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა ბერესჩკოსთან ბრძოლას.
პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ მეუ - ფსევდორელიგიური ორგანიზაციაა, ხელოვნურად შემნილი პროცესის ჩარჩოებში, რომელიც მიმართულია არამხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილებისათვის.
"შემთხვევითი არაა ისინი (მეუ,-რედ.) ატარებენ თავის "ღვთისმსახურებას" მარჯვენა რადიკალური პარტიების დროშის ქვეშ,- თქვა მიხაილ პოგრებენსკიმ. - არაფერი არაა გასაკვირი. ისინი 99% წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას და არა რელიგიურს. პოლიტიკურ კონტექსტთან შეერთების გარეშე ისინი უბრალოდ არ არსებობენ".
თითქოსდა დამოუკიდებელი მეუ, დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებზე და "თურქეთის ქვეშევრდომზე, რომელიც მუშაობს ამერიკელებსა და ერდოგანზე", და ეყრდნობა უკრაინელი მორწმუნეების იმ ნაწილს, რომლებიც ფაქტიურად მოტყუებულია".
"ვფიქრობ, რომ ეს ბევრი ადამიანი, ათასობით, ნამდვილი მორწმუნეა, მაგრამ ისინი პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლია . <...> მე უბრალოდ ვგრძნობ- ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომლებისთვის პოლიტიკას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუმცა ისინი ისტორიულად აღმოჩნდნენ მიდრეკილი იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ ასეთ მოსკოვის საწინააღმდეგო კამპანიას მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან კანონიკური ეკლესიის წიაღში",- დაასკვნა პოლიტოლოგმა.
2021 წლის 4 ივლისს როვენის ოლქის სოფელ პლიაშევის მეუ-მ ჩაატარა "ღვთისმსახურება" ბერესტეჩკოსთან ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით. ღონისძიების მონაწილეებმა, რომელთაც მეთაურობდა ეპიფანე დუმენკო, ხატების, ჯვრებისა და ბაირაღების ნაცვლად გამოიტანეს უკრაინის, პარტია "თავისუფლებისა" და უკრაინის სახალხო არმიის დროშები.