ანტიოქიის პატრიარქმა მოულოცა უმე-ს წინამძღვარს წმინდანის ხსენების დღე
უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის სახელზე გრძელდება ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრების მხრიდან მისალოცების მიღება მისი ზეციური მფარველის ხსენების დღესთან დაკავშირებით.
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ მოულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის წმინდანის ხსენების დღე.
27 ივნისით დათარიღებული მისალოცი ბარათის ტექსტი გამოაქვეყნეს უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების (სსუგ) საიტზე.
"ღირსისა და ღმერთშემოსილი მამა ონუფრის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმებით თქვენს უნეტარესობას, რადგანაც თქვენ არამარტო ატარებთ უდაბნოს ამ დიდი მანათობელის სახელს, არამედ მემკვიდრეობით გადმოგეცათ მისი სიმდაბლე, განუწყვეტელი ლოცვა, მოთმინება და ყოველგვარი მიწიერის უარყოფა.ჩვენ ვევედრებით ღმერთს და უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს მოგმადლოთ თქვენს უნეტარესობას მრავალი წელი ატაროს თავისი სიტყვიერი სამწყსო უკრაინაში, რომელიც მინდობილია თქვენს ღირსეულ მფარველობას",- დაწერა პატრიარქმმა იოანემ თავის მისალოცში.
როგორც უმე-ს სსუგ-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა თავის ტელეგრამ-არხზე განმარტა, ანტიოქიის პატრიარქმა ვერ მოასწრო მილოცვის გამოგზავნა უნეტარესი ონუფრისათვის თვით დღესასწაულის დღეს, რადგანაც იმყოფებოდა მგზავრობაში.
შეგახსენებთ, 2021 წლის 25 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი წინამძღვრის წმინდანის ხსენების დღე და ბერობის 50-წლისთავი აღნიშნა.