ფანარიონზე განაცხადეს,რომ დაწყევლეს უნეტარესი და ყველა,ვინც მას მხარს უჭერს
კონსტანტინოპოლის არქიმანდრიტმა რომანოს ანასტასიადისმა განაცხადა უმე-ს „უკანონო“ წინამძღოლობაზე „დედა-ეკლესიის“ დაწყევლის შესახებ, ვინც აგრძელებს მის ასე მოხსენიებას.
არქიმანდრიტმა რომანოს ანასტასიადისმა, რეტიმნოსა და ავლოპოტამოსის მიტროპოლიის კლირიკოსმა, განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია წყევლის უნეტარეს ონუფრის და ყველა მათგანს, ვინც მას კიევის კანონიერ მიტროპოლიტად მიიჩნევს ფანარიონის მითითებების საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ ანასტასიადისმა დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე.
გამოაქვეყნა რა ბერძნული რესურსის „რომფეას“ პუბლიკაციის სკრინშოტი შტამპტით “fake”კიევში უნეტარესი ონუფრის წმინდანის დღის ზეიმის თაობაზე, ფანარიონის კლირიკოსი წერს:
„ქრისტეს წმინდა დიდი ეკლესიის წყევლა არა მხოლოდ თავად მას, მოუნანიებელს, უკანონოს, მისი ხალხის უბადრუკ და უბედურ მოღალატეს, უკრაინის საეკლესიო ხომალდის უკანონო მგზავრს, არამედ ყველა იმასაც, ვინც აგრძელებს „კიევის“ (მიტროპოლიტი- რედ.) ტიტულის აღდგენას, რომელიც უზურპირებულია (უნეტარესი ონუფრის მიერ - რედ.) ეკლესიის მკაფიო აკრძალვის მიუხედავად“.
შეგახსენებთ, უნეტარესი ონუფრის მისამართით მისალოცები მოვიდა სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიიდან, მათ შორის, საქართველოს, სერბეთის, რუსეთის, პოლონეთის ეკლესიების წარმომადგენლებისგან, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიისგან, ანტიოქიის, იერუსალმის საპატრიარქოების იერარქებისგან და ა.შ. ყველა დოკუმენტში უმე-ს წინამძღოლი მითითებულია კიევის მიტროპოლიტად.