სერბეთის პატრიარქმა უნეტარეს ონოფრეს ანგელოზის დღე მიულოცა
პატრიარქმა პორფირემ თქვა, რომ ევედრება ღირს ინოფრე დიდს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის სულიერ და ხორციელ გაძლიერებას.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ (პერიჩი) ანგელოზის დღე მიულოცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მოსალოც ეპისტოლეში გაიხსენა ღირსი ონოფრე დიდი, რომელიც არის უნეტარესის ზეციური მფარველი და მეოხი. „ღირსმა ონოფრემ ხორციელი ღვაწლით საკუთარი სული მადლით გაამშვენა, ანგელოზთა მსგავსი გახდა, რომლებიც მაღლით მარად ადიდებენ უფალს! ჩვენ ვიცით, რომ მან მარხვით და ლოცვით ორმოცდაათ წელზე მეტი გაატარა ასკეზის შორეულ და მკაცრ უდაბნოში, გვაოცებს მისი ღვაწლი და სიტყვები: ყველაზე მეტად ღვთის უტკბილესი სიტყვებით ვსაზრდოობ და ვისრუტავ მათ“, - დაწერა პატრიარქმა პორფირემ.
მან აღნიშნა, რომ ევედრება ღირს ონოფრე დიდს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის სულიერ და ხორციელ გაძლიერებას. „ვადასტურებთ თქვენი მღვდელმთავრული მსახურების მსხვერპლშეწირვას და ვევედრებით თქვენს ზეციურ მფარველს, ღირს ონოფრე დიდს, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად ღვთივსათნო სამღვდელოებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მრევლის სასიხარულოდ“, - დაასკვნა სერბეთის პატრიარქმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2021 წლის 25 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მისი წინამძღოლის ანგელოზის დღეს და ბერობის 50 წლისთავს“.