სერბეთის პატრიარქმა ბელგრადში გაანახლა ღვთისმსახურება რმე-ს კარზე
სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა ჩაატარა წირვა წმინდა სამების დღესასწაულზე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კარზე სამების ტაძარში.
2021 წლის 21 ივნისს წმინდა სამების დღეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ (პერიჩი) უწინამძღვრა საღვთო ლიტურგიას საუფლო დღესასწაულზე ბელგრადის (სერბია) რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კარზე, იუწყება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილება.
უწმინდეს პატრიარქს სამღვდელოებასთან და მორწმუნეებთან ერთად ტაძარში შეეგება რმე-ს კარის ბავშვთა საეკლესიო გუნდი, წირვაზე მის უწმინდესობასთან ერთად მსახურობდა - ბელგრადში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კარის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი- დეკანოზი ვიტალი ტარასიევი, ასევე სერბეთის ეკლესიის სასულერო პირები. მცირე შესვლისას პატრიარქმა პორფირემ მღვდელმონაზონი იეროფეი (პეტროვიჩი) აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მოულოცა სამრევლოს საუფლო დღესასწაული, რმე-ს მეტოქის წმინდა სამების ტაძარს უწოდა "სულიწმინდის ადგილი", რომელშიც საღვთო მსახურების დროს "შეკრებილია სრულიად ქრისტეს ეკლესია- ცაც და მიწაც- რომელშიც არაა საზღვრები და გამყოფები, სადაც მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ ხალხს მიეკუთვნება". ასევე მან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს უსურვა მრავალი წელი და კარგი ჯანმრთელობა, ხოლო რუს ხალხის და რუსულ ეკლესიას-მშვიდობა, სიყვარული და ჭეშმარიტება. "დაე ყველა ბოროტის და ცბიერის ზრახვა ეკლესიაზე, შემოსილი ამ სამყაროს ძალებით, დამხობილ იქნას ქრისტესა და მისი ეკლესიის ფეხქვეშ, ხოლო ღმერთმა დაგვლოცოს ჩვენ ყველა, და დალოცოს მთელი მსოფლიო და აღავსოს ის სულიწმინდის მადლით",-თქვა დასასრულს სერბეთის პატრიარქმა პორფირემ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს სპიკერმა განაცხადა, რომ სერბეთის პატრიარქმა პორფირემ დაგვიდასტურა თავისი მხარდაჭერა.