ვლოცულობთ, რათა ჩვენს მიწაზე არასდროს არ იყოს ნაციზმი,-საქმეთმმართველი

24 June 2021 17:15
20
მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: скриншот ютуб-канала მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: скриншот ютуб-канала

მიტროპოლიტ ანტონის სიტყვებით, "ჩვენი მოვალეობაა- ვილოცოთ მათი სულების ცხონებისათვის, ვინც თავისი სიცოცხლე გაწირა ფრონტსა და ზურგში, რათა დაეცვა თავისი სამშობლო".

2021 წლის 22 ივნისს უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) ისაუბრა, რომ დიდი სამამულო ომი-ეს ტკივილია, რომელიც გადადის თაობებზე.

ინტერვიუში "პერში კოზაცკი"-სთან დიდ სამამულო ომში დაღუპულთთვის პანაშვიდის შემდეგ, რომელიც აღასრულეს უმე-ს იერარქებმა და სამღვდელოებამ კიევში, მეუფემ აღნიშნა, რომ "არ არის არცერთი ოჯახი, რომელიც არ განიცდის ტკივილს იმ ომის შედეგების გამო".

"მე არ ვიცი, რა არის ბაბუა: ჩემი მამა პატარა, 5 წლის, ხედავდა თავის მამას, რომელიც წავიდა ომში. და ის არ დაბრუნებულა. ეს ტკივილია, რომელიც გადავიდა ჩვენს თაობებზე",- აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მეუფეს სიტყვებით, "ჩვენი მოვალეობაა- ვილოცოთ მათი სულების ცხონებისათვის, ვინც გაწირა თავისი სიცოცხლე ომსა და ზურგში, რათა დაეცვა თავისი სამშობლო".

"ჩვენ დღეს ვლოცულობდით ასევე იმ ფრონტელ-ვეტერანებზე, რომლებიც ასე ცოტა არიან დარჩენილი. და ჩვენ ვლოცულობთ, რომღმერთმა მისცეს მათ ჯანმრთელობა,  რათა მათი მაგალითი ჩვენს თვალწინ იყოს. ხოლო ლოცვა-სიყვარულია", -თქვა ეპისკოპოსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უმე-ს წარმომადგენლებმა ილოცეს მშვიდობისათვის ჩვენს მამულში, ხოლო "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლოცულობს სამშობლოსა და ჩვენი ხალხისთვის".

მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ უმე-ს სამღვდელოება ლოცულობს იმისათვის, "რათა ფაშიზმისა და ნაციზმის ის იდეოლოგიები არასდროს არ განმეორდეს ".

"იმიტომ  რომ იღუპება არამარტო ასეთი იდეოლოგიის მსხვერპლი, არამედ, როგორც ისტორიის გამოცდილება გვიჩვენებს, თვით ნაციზმის იდეის მატარებლები", და თუ ჩვენ "არ გავიხსენებთ ფურცლებს იმ ისტორიიდან- არ გვექნება მომავალი",-დაასრულა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

შეგახსენებთ, ადრე პრეზიდენტის პოლკის ჯარისკაცების მონაწილეობით მეუ-ს მთავარ ტაძარში პანაშვიდი გადაუხადეს სს-ის ნაცისტური დივიზია "გაილჩინას" მეომარს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ