მიტროპოლიტმა საბამ მწუხარება გამოთქვა უმე-ს იერარქის გარდაცვალების გამო
მიტროპოლიტ საბას სიტყვებით, აწ განსვენებული მეუფე მიტროფანე იყო მასთან ახლოს- როგორც ადამიანი, და როგორც ქრისტეს ეკლესიის მსახური.
2021 წლის 21 ივნისს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ გაუგზავნა სამძიმარი კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, საგარეო-საეკლესიო ურთიეთობების განყოფილების თავჯდომარის, ლუგანსკისა და ალჩევსკის მიტროპოლიტ მიტროფანეს გარდაცვალების გამო, იუწყება უმე -ს სსუგ.
"პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და მე პირადად გამოვხატავ თქვენდამი და სრულად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი გულითად სამძიმარს ლუგანსკისა და ალჩევსკის უნეტარესი მიტროპოლიტის მიტროფანეს გარდაცვალების ნეტარი ხსოვნის გამო",-დაწერა უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ.
მისი სიტყვებით, "განსვენებული მეუფე მიტროფანე, წმინდა, მრავალტანჯული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილი , ვარშავის სასულიერო ქრისტიანული აკადემიის კურსდამთავრებული ჩვენთვის ძალიან ახლობელი იყო, როგორც ადამიანი და როგორც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური".
ადრე მჟკ წერდა, რომ რმე-ს პატრიარქმა გამოხატა მწუხარება მეუფე მიტროფანეს გარდაცვალების გამო.