"მეუ-ს იერარქმა მიხეილ ზინკევიჩმა "მსახურება" ჩაატარა პატრიარქის მანტიაში
მიხეილ ზინკევიჩი გამოჩნდა ლუცკის მეუ-ს საკათედრო ტაძარში მწვანე მანტიაში, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ პატრიარქები ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიებში.
მეუ-ს "ეპისკოპოსი" მიხეილ ზინკევიჩი უკანასკნელ "ღვთისმსახურებაზე" სამებობის დღესასწაულზე, სამწყსოს წინაშე წარსდგა მწვანე მანტიაში, რომლითაც რუსული, ბულგარული და სერბული ეკლესიების ტრადიციით იმოსებიან მხოლოდ პატრიარქები. შესაბამისი ფოტო განთავსებულია ვოლინის მეუ-ს ეპარქიის FAcebook-გვერდზე.
მანტია, რომელშიც გამოჩნდა ზინკევიჩი, ზუსტად იმეორებს რმე-ის პატრიარქის კირილის და ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქის ნეოფიტეს შესამოსელს- მწვანე ქსოვილი, რომელზეც განთავსებულია ორი თეთრი და ერთი წითელი ხაზი.
თუ რმე-ს პატრიარქი ატარებს კუნკულს, ბულგარელი წინამძღვარი- თეთრ ბარტყულს. ესეიგი, შესამოსელი, რომელშიც წარსდგა ზინკევიჩი, სრულიად იდენტურია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესამოსელის.
ადრე პროტოდიაკვანმა ანდრეი კურაევმა განაცხადა, რომ უმე-ს "გაერთიანებული კრების" დროს ფილარეტ დენისენკომ გამოაცხადა ულტიმატუმი: ან "მიტროპოლიტი" მიხეილი არჩევნებში მონაწილეობისაგან მოხსნის თავის კანდიდატურას, ან უმე(კ)კს არ დაიწყებს ხელმოწერას კიევის საპატრიარქოს დაშლის შესახებ განკარგულებაზე.
მოგვიანებით მიხეილ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის მოხსნა "კრებაზე" მას აიძულა ანდრეი პარუბიმ და პეტრე პოროშენკომ, მაგრამ მეუ-ს მეთაურობის სურვილზე ის უარს არ ამბობს.