პატრიარქი ბართლომეოსი მშვიდობის სამიტზე: ომი-სამარცხვინოა, ხოლო მეუ-დამოუკიდებელი
კონსტანტინოპოლის მეთაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში მშვიდობისაკენ მისწრაფება და მხარდაჭერა უკრაინელი მეომრებისადმი.
პატრიარქი ბართლომე სიტყვით გამოვიდა მშიდობის სამიტზე შვეიცარიაში და დაგმო ისინი, ვინც ომზე დუმს.
„ომი-სამარცხვინოა, და დარჩე მდუმარე-ესეც სამარცხვინოა. ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვუყუროთ, როგორ იტანჯებიან ჩვენი დები და ძმები“,- განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია მივისწრაფოდეთ მშვიდობისაკენ უკრაინაში, დამყარდეს დიალოგი ქვეყნებს შორის და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მეომრებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის იდეას, ასევე ვუთანაგრძნობთ ყველას, ვინც თავისი სიცოცხლე შეწირა ამ ომს, ვინც იცავს თავის სამშობლოს“,- აღნიშნა პატრიარქმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზელენსკის და შვეიცარიის პრეზიდენტს მშვიდობის სამიტზე მოწვევისათვის და თავის სიტყვაში ახსენა მეუ: „უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინული ეკლესია რამდენიმე წლის წინათ გახდა დამოუკიდებელი და არ არის დამოკიდებული რუსეთის ეკლესიისადმი. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ახლა აქვს სიტყვის უფლება“,- აღნიშნა მან.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აფასებს უკრაინაში მართლმადიდებლობის განვითარების მისწრაფებას კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს მხრიდან.