რომის პაპი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა
შეხვედრა G7-ის ღია სესიის ფარგლებში გაიმართა.
იტალიაში, ქალაქ ბორგო ეგნაზიაში, რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, იუწყება Vatican News.
შეხვედრა G7-ის ღია სესიის ფარგლებში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და უკრაინის ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული მდგომარეობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამშვიდობო ფორმულაზე და მასში ვატიკანის როლზე, ასევე მოლოდინებზე სამშვიდობო გლობალური სამიტიდან.
„ჩვენ ვაფასებთ ვატიკანის მონაწილეობას სამიტში და ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის დამყარებას, კერძოდ, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას“, - შეაჯამა პრეზიდენტმა პონტიფიკოსთან შეხვედრის შედეგები.
როგორც მჟკ იტყობინება, ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები 14 ივნისს გაიმართება პონტიფიკოსის, უკრაინის პრეზიდენტის, საფრანგეთის პრეზიდენტის, კანადის პრემიერ-მინისტრისა და IMF-ის გენერალური დირექტორის მონაწილეობით.