უმე-ს წინამძღვარი: ვინც მცნებებით არ ცხოვრობს, მისთვის ქრისტეს სიტყვები არაფერია
უნეტარესმა აღნიშნა, რომ ჩვენ მოწოდებული ვართ სამყაროს ჩვენი ცხოვრებით დავუდასტუროთ უფლის შესახებ.
მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულის ქადაგებაზე უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ ისაუბრა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ ჩვენი რწმენა ჯვარცმულსა და აღმდგარ ქრისტეზე. სიტყვაში, რომელიც გამოქვეყნებულია უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო YouTube-არხზე, წინამძღვარმა აღნიშნა, რომ იმდენად არაა მნიშვნელოვანი ესაუბრო ღმერთზე სხვებს, რამდენადაც იცხოვრო მისი მცნებებით. "ადამიანის ერთ-ერთი მოვალეობაა მუდმივად ამტკიცოს ადამიანთა მოდგმის გადარჩენის დიდი საიდუმლოება-ქრისტეს აღდგომა",-თქვა მან.
უნეტარესი მეუფე დარწმუნებულია, რომ უმეტესად ადამიანი ქრისტეზე მტკიცებას უნდა ახორციელებდეს "არა ბაგეებით", არამედ "თავისი ცხოვრებით".
"თუ ადამიანის ცხოვრება არ შეესაბამება ღვთის მცნებებს, არ შეესაბამება იმას, რასაც ის ამბობს, მაშინ მისი სიტყვები- ჟღარუნა რვალი ან ჩხარუნა წინწილაა (1 კორინთ. 13:1)",-აღნიშნა მან.
"როდესაც ჩვენ ღვთის მცნებებით ვცხოვრობთ, შეიძლება ეს გვესმის, ან შეიძლება არ გვესმის, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ მოწმენი მშვენიერი უფლისა, რომელმაც ისე შეიყვარა ადამიანი, რომ ქვეყანას მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე",-თქვა მიტროპოლიტმა ონუფრიმ.
როგორც მჟკ წერდა, უნეტარესმა უხელმძღვანელა საუფლო დღესასწულს კიევის ამაღლების ტაძარში.