მუკაჩევოს სასულიერო სასწავლებელს ჰყავს ახალი რექტორი

13 June 17:57
774
არქიმანდრიტი ლუკა (ტომიშინეცი). ფოტო: m-church.org.ua არქიმანდრიტი ლუკა (ტომიშინეცი). ფოტო: m-church.org.ua

პირველ რექტორს, ეპისკოპოს მიხეილ იურინს გაწეული შრომისათვის უმე-ს ეპარქიაში  მადლობა გადაუხადეს.

მუკაჩევოსა და უჟგოროდის მიტროპოლიტმა თეოდორემ  მუკაჩევოს სასულიერო სასწავლებლის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელად დანიშნა იმიერკარპატების ოლქის ს. სელცოს იოანე მახარობელისა და ოქროპირის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლის რწმუნებული,  არქიმანდრიტი ლუკა (ტომიშინცი). წერს მუკაჩოვოს ეპარქიის საიტი.

"გულწრფელ მადლობას მოვახსენებთ პირველ, სასწავლებლის მრავალი წლის რექტორს,  ეპისკოპოს მიხეილ იურინს სასულიერო- საგანმანათლებლო სარბიელზე გაწეული შრომისათვის ღვთისა და ქრისტეს ეკლესიის სადიდებლად",-ნათქვამია შეტყობინებაში.

ეპარქიაში ასევე აღნიშნეს, რომ სასულიერო სკოლაში გრძელდება სტუდენტების მიღება სწავლების  დღისა და დაუსწრებელ განყოფილებებზე შემდეგი სასწავლო წლისათვის.

მუკაჩევოს სასულიერო სასწავლებელი ახორციელებს სამღვდელო მსახურების, მეფსალმუნეების, მკითხველებისა და სხვა საეკლესიო სპეციალისტების კანდიდატების მომზადებას.  სასწავლებელს მინიჭებული აქვს იურიდიული პირის სტატუსი და ახორციელებს თავის საქმიანობას  წესდების შესაბამისად და არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მუკაჩოვოს ეპარქიის იურისდიქციაში შემავალი სასწავლო დაწესებულება. სასულიერო სასწავლებელში მოქმედებს სტაციონარული და დაუსწრებელი სწავლების ფორმები.  პროგრამის ათვისების ნორმატიული ვადა არის 3 წელი.

როგორც მჟკ წერდა, მუკაჩევოს ეპარქიის შტატგარეშე კლირიკს აუკრძალეს მსახურება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ